Home » მთავარი » „არსებობს დასაბუთებული ეჭვები, რომ ჩანაწერები უკანონოდ წაღებულია სუს-ში…“

„არსებობს დასაბუთებული ეჭვები, რომ ჩანაწერები უკანონოდ წაღებულია სუს-ში…“

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე, გელა ხვედელიძეზე თავდასხმის გამოძიებას განზრახ აჭიანურებენ, -ამის შესახებ ,,პირველი რადიოს” პრესკლუბში ხვედელიძის ადვოკატებმა განაცხადეს.

ადვოკატები, მთავარ პროკურორს სარჩელით მიმართავენ და აცხადებენ, რომ გამოძიებას ხელთ აქვს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და იმის, მიუხედავად, რომ ხვედელიძე დაზარალებულად არის ცნობილი, ადვოკატებისთვის ეს მასალები ამ დრომდე არ გადაუციათ.

ადვოკატების თქმით, მასალები სავარაუდოდო სუს-შია გადაგზავნილი მისი დამონტაჯების მიზნით.

,,გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და ვარაუდი იმის თაობაზე, რომ გამოძიების წინაშე ჩვენი შუამდგომლობისა და მოსამართლის ბრძანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამ დროისათვის არ ინახება არც საგამოძიებო ორგანოში და არც ზედამხედველ პროკურორთან და არსებობს დასაბუთებული ეჭვები და ვარაუდები, რომ აღნიშნული ჩანაწერები უკანონოდ წაღებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ში), რითაც არსებითად ირღვევა კანონი და ფერხდება დანაშაულის გახსნა.”- განაცხადეს ხვედელიძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ,, პირველი რადიოს” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, დღესვე ადვოკატებმა პრესკლუბში გაასაჯაროვეს ერთ-ერთი სათვალთვალო კამერიდან ამოღებულ ვიდეო-მასალაც.

 

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...