Home » მთავარი » არსებობს სხვადასხვა მიდგომა საქართველოში სასოფლო -სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით

არსებობს სხვადასხვა მიდგომა საქართველოში სასოფლო -სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით

ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხს კიდევ ერთხელ ეხება თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე.

-არსებობს სხვადასხვა მიდგომა საქართველოში სასოფლო -სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით.

1. მიწის გაყიდვა უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე უნდა აიკრძალოს და ეს ჩაიწეროს კონსტიტუციაში.

2. საკითხი უნდა დარეგულირდეს ორგანული კანონით.რომლითაც დაწესდება ლიმიტი უცხოეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე საერთო რაოდენობიდან( მაგალითად 5%). მიყიდვა უნდა მოხდეს მკაცრი რეგულაციებით,სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობისათვის,როცა საქმე ქვეყნისთვის აუცილებელ ინვესტიციებს და ტექნოლოგიებს ეხება.( ახალი კანონპროექტი სწორედ ამას გულისხმობს)

3. ფიზიკურ პირებს მიეცეს არაუმეტეს 20,ხოლო უცხოეთის მოქალაქის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იურიდიულ პირებს არაუმეტეს 200 ჰექტრისა.
ფინანსურ ორგანიზაციებს ეს შეზღუდვაც არ ჰქონდათ.( ამას ითვალისწინებდა ძველი კანონპროექტი)

4. უნდა მოიხსნას ყოველგვარი შეზღუდვა უცხოელებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვაზე.
უნდა გითხრათ,რომ ჩემს მეგობრებთნ ერთად იმთავითვე ბევრი ვიბრძოლეთ რომ ლიბერალების მიერ ინიცირებული მესამე და მეოთხე ვარიანტები დაბლოკილიყო.

პირველი და მეორე ვარიანტები ერთმანეთთან კომპრომისის პოტენციალის შემცველია, მაგრამ რა უნდა ელაპარაკო ხელისუფლებას,რომელიც ვერ ახერხებს ნორმალურად განმარტოს ის პოზიციაც კი,რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები შეიძლება გახდეს.

 

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...