Home » მთავარი » არჩევნებზე დაკვირვების შედეგებს 7 არასამთავრობო ორგანიზაცია მედიაცენტრში გაგაცნობთ

არჩევნებზე დაკვირვების შედეგებს 7 არასამთავრობო ორგანიზაცია მედიაცენტრში გაგაცნობთ

20 ოქტომბერს 15 საათზე თბილისი, ფურცელაძის 14-ში გაიხსნება არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო მედია ცენტრი, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, 7 არასამთავრობო ორგანიზაცია მედიას არჩევნებზე დაკვირვების შედეგებს გააცნობს. 21 ოქტომბერს გაიმართება 9, 22 ოქტომბერს კი 1 ბრიფინგი.
ბრიფინგების განრიგი
21 ოქტომბერი — 09:00, 11:00, 13:00, 15:00, 17:00,18:00, 19:00, 20:30, 22:30.
22 ოქტომბერი — 15:00
განრიგი შეიძლება შეიცვალოს საჭიროების შემთხვევაში.
მედიაცენტრში, რომელიც „უფლებადამცველთა სახლის” ხელშეწყობით იმუშავებს, მონიტორინგის შედეგებს საზოგადოებას გააცნობს:
„სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ – დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე,
„ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ – თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი,
“ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები” – თავმჯდომარე გია გარსევანიშვილი,
„სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო“ – თავმჯდომარე ანა პაპიანი,
“თავისუფალი არჩევანი” – თავმჯდომარე მანანა ბიწაძე-მიქელაძე,
“მწვანე დედამიწა” – დირექტორი ნუგზარ მელაძე,
„სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი” – პრეზიდენტი ნინო ჩარკვიანი.
7 ორგანიზაციის 3910 დამკვირვებელი 21 ოქტომბერს არჩევნების მიმდინარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით დააკვირდება.
მედიაცენტრში იმუშავებს ცხელი ხაზი: 2 93 61 75
ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან და დარღვევებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.

 

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...