Home » მთავარი » “არჩევნების შედეგების გაყალბების პროცესი დაწყებულია!..”

“არჩევნების შედეგების გაყალბების პროცესი დაწყებულია!..”

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერიას” წევრი, ენმ-ს წევრი

არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი გაცილებით უფრო მეტად დაკავშირებულია წინასაარჩევნო პროცესებზე, ვიდრე არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებზე.

შემდგარი დემოკრატიის ქვეყნებში წინასაარჩევნო პროცესების მთავარი მამოძრავებელი ძალაა დებატები პარტიებს შორის, ამომრჩევლებთან შეხვედრები, კანდიდატებისა და საარჩევნო პროგრამების აქტიური განხილვა და ა.შ. ყველა ეს კომპონენტი ხელისუფლების მხრიდან ფაქტიურად უგულებელყოფილია დღევანდელ რეალობაში. რაც არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხს უკიდურესად ადაბლებს. სახელისუფლებო ძალას ყველა პროცესი რუსული სცენარით მიჰყავს, რაც რუსულადვე “Под ковёрная борьба”-ში გამოიხატება. ანუ, ხელისუფლებისთვის ბრძოლა ხალხისგან ფარულად ხდება და ამ პროცესების ველი სპეც სამსახურების დერეფნებშია გადატანილი. ზუსტად ამას ქვია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არა დემოკრატიული არჩევნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ისევე როგორც შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ამჯერადაც არჩევნების გაყალბება არჩევნების დღემდე მოხდება. არჩევნების დღეს კი ხელისუფლება უბრალოდ ფაქტის წინაშე დაგვაყენებს. შესაბამისად, საჩივრების ლომის წილი საარჩევნო ადმინისტრაციებში არჩევნების დღემდე, წინასაარცევნო კამპანიის პროცესში უნდა დაიწეროს. ზუსტად ეს მეთოდი და მშვიდობიანი საპროტესტო აქციები იქნება არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური პრევენციის საშუალებები. ამიტომ ოპოზიციამ სწორედ ამ მიმართულებით უნდა გადაიტანოს ძირითადი აქცენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში ბოროტება აუცილებლად გაიმარჯვებს.

Facebook Comments
x

Check Also

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ჩვენს ხელთ არსებული ...