Home » მთავარი » „არჩევნები არ გაყალბებულა – ის არ შემდგარა!”

„არჩევნები არ გაყალბებულა – ის არ შემდგარა!”

მუხრან ბურჭულაძე

„ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“

-„არჩევნები არ გაყალბებულა – ის არ შემდგარა! არავის უკითხავს არც ოპოზიციის,  არც „ოცნების“ მხარდამჭერთათვის აზრი. ასე რომ, ყველას წაგერთვათ არჩევანის უფლება!

კიდევ ვერ გავიგეთ რა მოხდება თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში?

ლეგიტიმაციას შესძენს არშემდგარ არჩევნებს;

დამტკიცდება ანტიქართული მთავრობა და ბიუჯეტი;

ისეთივე არშემდგარი თვითმმართველობა და პრეზიდენტი გვეყოლება, როგორიც პარლამენტი;

კრემლის ნებას პარლამენტი მისცემს კანონის ძალას და მთავრობა აღასრულებს მას;
პარლამენტარის მანდატს დახარბებული და თვითგადარჩენის ინსტინქტს აყოლილი ოპოზიცია იქნება უშედეგო ლაყაფით დაკავებული, ისევე როგორც გასული 4 წლის მანძილზე;

ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციას შეითავსებს ოლიგარქი;

აღარც ეკონომიკა გვექნება და აღარც სახელმწიფო, ნატოსა და ევროკავშირზე ოცნებაც გაქრება და ნუ აჯერებს ახლა ოპოზიცია ხალხს, რომ ამომრჩეველთა ხმების დასაცავად შედის პარლამენტში.

თქვენ იყიდებით და ჰყიდით ყველა მოქალაქის მომავალს.
ეს ნაბიჯი იქნება ეროვნული სუიციდის ტოლფასი.

გავიდეთ გარეთ ყველა!“

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო ...