Home » მთავარი » არჩევნები საქართველოს მოქალაქეებმა ავღანეთიდან დაიწყეს

არჩევნები საქართველოს მოქალაქეებმა ავღანეთიდან დაიწყეს

ცესკოს ინფორმაციით, ავღანეთში, ბაგრამისა და მაზარი შარიფის უბნებზე საქართველოს პარლამენტის არჩევნები პროპორციული წესით 5 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან საღამოს 20 საათამდე გაიმართება.
ავღანეთში კენჭისყრაში მონაწილეობას საქართველოს 1604 მოქალაქე მიიღებს. მათ საშუალება ექნებათ ხმა მისცენ მხოლოდ პროპორციული წესით — მათთვის სასურველ საარჩევნო ბლოკს ან პარტიას. მაჟორიტარულ დეპუტატებს მხოლოდ საქართველოში აირჩევენ. ავღანეთიდან ბიულეტენებიან დალუქულ ურნებს საქართველოში ჩამოიტანენ და მხოლოდ 8 ოქტომბერს 20:00 საათის შემდეგ გახსნიან.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...