Home » მთავარი » “არჩევნები უფრო მეტია, ვიდრე ერთი დღის პროცესი”

“არჩევნები უფრო მეტია, ვიდრე ერთი დღის პროცესი”

საქართველოში პოლიტიკური ისტებლიშმენტი ბოლომდე მომწიფებული არ არის, თუმცა მოქალაქეების მიერ არჩევნების შედეგების მშვიდად მიღება და მეორე ტურის კამპანიის მშვიდ გარემოში ჩატარება ქებას იმსახურებს, – ამის შესახებ OSCE/ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კელთჩევსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საკმაოდ კარგი სურათი შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართა არჩევნების მეორე ტური.

“გასათვალისწინებელია, რომ არჩევნები უფრო მეტია, ვიდრე ერთი დღის პროცესი. სწორედ ამიტომ ჩვენ ორი თვით ადრე ჩამოვედით და საბოლოო ანგარიშს გამოვცემთ ორი თვის შემდეგ. ჩვენი მისია დაიწყო 30 აგვისტოს, კენჭისყრის დღეს, 8 ოქტომბერს ჩვენ დავაკვირდით ხმის მიცემის, დათვლის პროცესს, ასევე დავების განხილვას როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისე სასამართლოში, დავაკვირდით კამპანიას, განმეორებით არჩევნებს, ასევე მეორე ტურისთვის მოსამზადებელ პროცესს“, – განაცხადა ალექსანდრე კელთჩევსკიმ.

მისი თქმით, სადამკვირვებლო მისიაში შედგებოდა 14 საერთაშორისო ექსპერტისგან, რომლებსაც მოგვიანებით შეუერთდა 14 გრძელვადიანი დამკვირვებელი.

„ჩვენი როლი არის დავაკვირდეთ და ფაქტების შესახებ ჩვენი დასკვნები გადმოვცეთ. ის არ გულისხმობს პროცესში ჩართვას. ჩვენი როლი არ გულისხმობს არჩევნების შეფასებას. ჩვენი მზიანია, ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების, საერთაშორისო ვალდებულებებისა და კანონმდებლობების შესრულების შეფასება. ჩვენი მუშაობა ეფუძნება, მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმის, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. პირველი ტურის შემდეგ გამოვლინდა, რომ საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა შემცირდა გამოვლენილი პროცედურული საკითხებისა და დარღვევების გამო, ასევე იმის გამო, თუ როგორ იქნა კორექტირებული შედეგები და როგორ განიხილებოდა დავები. დავების განხილვებთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობდა როგორც კომისიებში, ისე სასამართლოებში“, – განაცხადა ალექსანდრე კელთჩევსკიმ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არ ხდებოდა სათანადო შეტყობინება სარჩელების განხილვასთან დაკავშირებით, რათა არჩევნებში მონაწილე პირებმა და სუბიექტებმა სრულად შეძლონ თავისი უფლებების გამოყენება.

„საარჩევნო კოდექსში არ იყო სათანადო რეგულაციები მეორე ტურთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად არჩევნები ადეკვატურად გაიმართა გარემოში, სადაც ამომრჩევლებისა და კანდიდატების უფლებები დაცული იყო. ზოგადად პროცესი მშვიდ გარემოში გაიმართა. ჩვენ მონიტორინგს ვუწევდით მედიასაშუალებებს. ამჯერად მათი მუშაობა უფრო დაბალანსებული იყო, ვიდრე პირველი ტურის დროს. ცესკო-მ გარკვეული ნაბიჯები გადადგა რათა საარჩევნო უბნის პერსონალი მოემზადებინა მეორე ტურისთვის. ჩვენ გუშინ ვიხილეთ ამ მხრივ გაუმჯობესება. საარჩევნო სადამკვირვებლო მისია განაგრძობს თავის მუშაობას და გამოგზავნის თავის დასკვნებს საარჩევნო პროცესის შესახებ და შეხედულებებს დავებისა და საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით” – განაცხადა კელთჩევსკიმ.

კელთჩევსკის განცხადებით, ორი თვის შემდეგ OSCE/ODIHR-ი გამოაქვეყნებს საბოლოო ანგარიშს,

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

უკვე მე-5 დღეა, რაც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ეძებენ. დღეს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ...