Home » მთავარი » არჩევნები 2016 – დადებითი… და უარყოფითი…

არჩევნები 2016 – დადებითი… და უარყოფითი…

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“

არჩევნები 2016

დადებითი:
1. დაფიქსირდა მოსალოდნელზე მაღალი აქტივობა (51,6%).
2. არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.
3. გამარჯვებულმა პარტიამ დიდი ალბათობით მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. რაც საშუალებას იძლევა კონსტიტუციაში არსებული ხარვეზები გამოსწორდეს.

უარყოფითი:
1. დაახლოებით ნახევარ მილიონმა ამომრჩეველმა ხმა კრიმინალური წარსული მქონე პოლიტიკურ ორგანიზაციას მისცა.
2. პარლამენტში მხოლოდ 3 პოლიტიკური ორგანიზაცია მოხვდა, ანუ მრავალფეროვან წარმომადგენლობით სპექტრს ვერ ვიხილავთ.
3. ერთი–ორის გამოკლებით, ყველა დამარცხებულმა პარტიამ გაყალბებაზე დაიჩივლა და მათი საერთო პროცენტების ჯამი 100%–ს მნიშვნელოვნად გასცდა.

რეალობა:
1. თუ კანდიდატი ოცნების, ან ნაციონალური მოძრაობის წევრი არ იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა არც მის პერსონას და არც მისი კონკურენტისას, მას ფაქტიურად გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა.
2. ოცნებამ არჩევნების მოსაგებად კარგად გამოიყენა “საფრთხობელას ფაქტორი” ნაციონალური მოძრაობის სახით და ეს მინიმუმ მომავალ არჩევნებამდე გაგრძელდება. ოთხი წლის მანძილზე საზოგადოებას ისევ მოგვიწევს იმის ყურება, თუ როგორ კინკლაობენ ოცნება და ნაცმოძრაობა.
3. ოთხი წლის მანძილზე საქართველოს ეყოლება პარლამენტი, რომელიც საზღვარგარეთიდან წამოსული დირექტივების ისეთივე შემსრულებელი იქნება, როგორც მისი წინამორბედი.
4. დღეს საქართველოში არ მოიძებნება ძლიერი ოპოზიციური ორგანიზაცია (ორგანიზაციები), რომელსაც შესწევს ძალა ჩაანაცვლოს ნაციონალური მოძრაობა და ქართულ ოცნებას ოპონირება გაუწიოს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს. ამის შესახებ ნათქვამია ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების ...