Home » მთავარი » არჩილ გამზარდიას რეკომენდაცია უსუფაშვილ-ალასანიას

არჩილ გამზარდიას რეკომენდაცია უსუფაშვილ-ალასანიას

მას შემდეგ, რაც დავით უსუფაშვილმაც დატოვა „რესპუბლიკური პარტია“, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა აზრი, რომ შესაძლოა სულ მალე ახალი პოლიტიკური გაერთიანება ვიხილოთ, რომელშიც წამყვანი ფიგურები მარგველაშვილი, ალასანია და უსუფაშვილი იქნებიან.

გავრცელებულ მოსაზრებას არჩილ გამზარდია ეხმიანება და ამბობს, რომ თუ მართლაც გადადგამენ ამ ნაბიჯს პარტიების ყოფილი ლიდერები, სულაც არ იქნება მათთვის მომგებიანი და „მივიღებთ ისევ გაუგებარ, კიდევ უფრო ამორფულ ნაზავს რესპუბლიკელებ-დემოკრატებისას“.

-„იდეა, რომ ალასანია, მარგველაშვილი და უსუფაშვილი გაერთიანდნენ, მივიღებთ ისევ გაუბეგარ, კიდევ უფრო ამორფულ ნაზავს რესპუბლიკელებ-დემოკრატებისა; პირიქით, თუ უსუფაშვილი დააპირებს ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბებას, არცერთ მსგავსად გამოცდილ პოლიტიკოსთან, ცნობად პარტიულ სახეზე ან თანამდებობის პირზე აქცენტი არ უნდა გააკეთოს, არც მარგველაშვილმა და არც ალასანიამ, თუ მათ რეალური პოლიტიკური პერსპექტივები სურთ და სიცოცხლისუნარიანი პროცესი უნდათ რომ შექმნან, რაც ამ სახეების ერთობას შეეძლო ჩვენ, არჩევნების შედეგებით, ჯამში ვიხილეთ უკვე საერთო ჯამში რა პერსპექტივას ატარებდა. მე ამგვარ რეკომენდაციას არც ერთ მათგანს არ მივცემდი. მე მგონია, რომ ამგვარი გაერთიანება არაფრით საინტერესო არ იქნება. მაგრამ იგივე უსუფაშვილი შეიძლება საინტერესო იყოს ამომრჩევლისთვის სრულიად ახალი კუთხით, სრულიად ახალი სახეებით, ცნობადი, მაგრამ არაპარტიული სახეებით, რომელთა რეკრუტირების დრო წინ საკმაოდ დიდია და ა.შ.“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...