Home » მთავარი » არჩილ თალაკვაძე – აშკარაა, რომ ნიკა მელიამ განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში

არჩილ თალაკვაძე – აშკარაა, რომ ნიკა მელიამ განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში

როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ, როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ნიკა მელია წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება საშუალება იკამათოს საკითხებზე და საკუთარი არგუმენტები წარადგინოს.

„როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ, როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში. ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება. თქვენ გახსოვთ, რომ სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას ჰქონდა შეთავაზებული მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევაში მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა. აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში. დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ სრულიად გამჭვირვალეც ჩატარდა დაკავება. ნიკა მელია წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება უკვე საშუალება იკამათოს საკითხებზე და საკუთარი არგუმენტები წარადგინოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

x

Check Also

შალვა პაპუაშვილი – სულ 100 კაცია რასაც ვაკვირდებით, ვინც ამ კრიზისის ვიზუალურ წარმოჩენას ცდილობს, ხომ არ შეიძლება ერთმა თქვას რომ გაყალბდა, ოღონდ ვერ ვამტკიცებ რომ გაყალბდა

სულ 100 კაცია რასაც ვაკვირდებით, ვინც ამ კრიზისის ვიზუალურ წარმოჩენას ცდილობს,- ამის შეასხებ პარლამენტის განათლების, ...