Home » მთავარი » არჩილ თალაკვაძე – მომხდარზე და მოვლენების ესკალაციაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს რადიკალური ოპოზიციიდან ვინც მას ურჩევდნენ, აგულიანებდნენ

არჩილ თალაკვაძე – მომხდარზე და მოვლენების ესკალაციაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს რადიკალური ოპოზიციიდან ვინც მას ურჩევდნენ, აგულიანებდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოვლენების ესკალაციაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნიკა მელიას თანაგუნდელებს ოპოზიციიდან, ვინც მას ურჩევდნენ და არწმუნებდნენ, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის, პარლამენტზე და ცესკოზე ძალადობრივი შეტევის გზა თითქოს დემოკრატიული იყო.

თალაკვაძემ ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა.

„მომხდარზე და მოვლენების იმ ესკალაციაზე, რაც დღემდე არსებობდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს რადიკალური ოპოზიციიდან ვინც მას ურჩევდნენ, აგულიანებდნენ, არწმუნებდნენ, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის, პარლამენტზე და ცესკოზე ძალადობრივი შეტევის გზა თითქოს დემოკრატიულია და თითქოს ეს რაიმე დემოკრატიულ შედეგებამდე მიიყვანს ქვეყანას. დღეს აშკარაა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ამ დესტრუქციული სცენარით საკუთარი თავი, ისევ ოპოზიცია შეიყვანა ჩიხში და სწორედ ამიტომ, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა იმ ოპოზიციური პარტიას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის ჯანსაღი პოლიტიკური ძალა და რომელსაც აქვს პრეტენზია, მონაწილეობა მიიღოს პროცესში, ვინაიდან დემოკრატია მონაწილეობის გარეშე არ არსებობს, შემდეგი ნაბიჯი პროცესების დეესკაციისკენ იქნება უკვე პარლამენტში საპარლამენტო პროცესში მონაწილეობა. ნიკა მელია თავის ადვოკატებთან ერთად აგრძელებს პროცესს სამართლებრივ სივრცეში და სასამართლოში, ხოლო პოლიტიკოსები აგრძელებენ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში“,-განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

x

Check Also

შალვა პაპუაშვილი – სულ 100 კაცია რასაც ვაკვირდებით, ვინც ამ კრიზისის ვიზუალურ წარმოჩენას ცდილობს, ხომ არ შეიძლება ერთმა თქვას რომ გაყალბდა, ოღონდ ვერ ვამტკიცებ რომ გაყალბდა

სულ 100 კაცია რასაც ვაკვირდებით, ვინც ამ კრიზისის ვიზუალურ წარმოჩენას ცდილობს,- ამის შეასხებ პარლამენტის განათლების, ...