Home » პოლიტიკა » არჩილ თალაკვაძე – რიგგარეშე არჩევნებს არ განვიხილავთ, რადგან 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ლეგიტიმურია

არჩილ თალაკვაძე – რიგგარეშე არჩევნებს არ განვიხილავთ, რადგან 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ლეგიტიმურია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება რიგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს, ვინაიდან დასკვნა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააკეთეს, რეალობას ასახავს.

მისივე თქმით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა და შესაბამისად, ლეგიტიმურია.

„რიგგარეშე არჩევნები, ან მასთან მიახლოებული, დაკავშირებული რაიმე ვერსია ჩვენი მხრიდან არ განიხილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასკვნა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააკეთეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არის რეალობის ამსახველი, არის სიმართლე. არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ის არის ლეგიტიმური. პარლამენტი შეიკრიბა, პარლამენტი მუშაობს. პირველი ოპოზიციური პარტია უკვე შემოსულია. სხვებთან მოლაპარაკებისთვის მზად ვართ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

x

Check Also

არჩილ თალაკვაძე – ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, როგორ ვაგრძელებთ თანამშრომლობას

ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, როგორ ვაგრძელებთ მომავალ პოლიტიკურ ...