Home » თქვენი სათქმელი » არც კი გამოიყენეს მისი ნიჭი და სილამაზე, ყველამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განადგურებულიყო…

არც კი გამოიყენეს მისი ნიჭი და სილამაზე, ყველამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განადგურებულიყო…

თინა თაყაძე

ჟურნალისტი

ჩვენ ვმეგობრობდით…ის ჩემი დიდი მეგობარი იყო – არასოდეს არა! – ვერასოდეს დამავიწყდები!

ტალახი… წვიმა… ბრბო… რომელსაც სილამაზის განადგურება სწყურია… ადამიანები, რომელებიც განსხვავებულს, ახალს, შეუდარებელს და არაჩვეულებრივს ვერ ეგუებიან და ანადგურებენ… ის, მიდიოდა ამაყად და ზურგშექცევით იმ ბილიკისგან, რომელსაც შეუყენეს, მან იცოდა, რომ ამ გზის ბოლოში ის აუცილებლად მოკვდებოდა… სიმხეცე! – რომელსაც ბევრი ქალი დღესაც ვერ გაურბის… არ ეტყობოდა შიში.. ვერაფერს აკლებდა სიცივე, მოახლოვებული სიკვდილი… მარიტა ერქვა… ბაგე ოდნავ გახსნოდა და თვალს უსწორებდა იმ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე წუთში ყველაზე მთავარს, სიცოცხლეს წაართმევდნენ… გაანადგურეს და შემდეგ, ქუდი მოიხადეს, კიდევ ერთი სისაძაგლე და ამპარტავნება… კიდევ ერთი უსინდისობის და უსირცხვილობის პიკი…

მას არამიწიერი სილამაზე ჰქონდა და სილამაზე არა მხოლოდ ფიზიკური… უეცრად წავიდა, არც კი გამოიყენეს მისი ნიჭი და სილამაზე, ყველამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ განადგურებულიყო… მტკივა და განვიცდი… განვიცდი უფრო მეტად იმის გამო, რომ მას ვიცნობდი, ვემეგობრებოდი და ფიზიკური სილამაზის მიუხედავად, მასში კიდევ სხვა სილამაზეებს ვხედავდი…

ლამაზი ლიკა, ასე ვიხსენიებდით ხოლმე და დარჩა ჩემთვის ლამაზ ლიკადვე…. ჩემი ნატვრის ხის ქალი… არასოდეს არა! – ვერასოდეს დამავიწყდები!

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...