Home » ეს საინტერესოა » “არც მშობლები მყავს და არც და-ძმა, სულ მარტო ვარ…”-სულაც არ არის ის “შეშლილი” (ვიდეო)

“არც მშობლები მყავს და არც და-ძმა, სულ მარტო ვარ…”-სულაც არ არის ის “შეშლილი” (ვიდეო)

ეს ამბავი 1 წლის წინ მოხდა…“შეშლილი  ჯონი“ 1 წლის წინ ვნახეთ და მას მერე მის შესახებ არაფერი გვსმენია…

9 აპრილის პარკში ახალგაზრდა ბიჭი მომიახლოვდა და მითხრა:

-„მე გახლავართ შეშლილი ჯონი, ბიჭი, რომელმაც დაიპყრო სოციალური ქსელი“ – ჯერ გამეღიმა, მერე დამაინტერესა ვინ იყო.

-„მე ლექსებს ვწერ, ერთხელ ჩემმა მეგობარმა ჩემს მიერ წაკითხული ლექსი ატვირთა სოციალურ ქსელში და ძალიან ბევრი ნახვა თუ კომენტარი ჰქონდა, მერე კიდევ ჩაიწერა და ისევ დიდი მოწონება ხვდა წილად. მე დიდი ხანია ვწერ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ჩემი ლექსების ფურცელზე გადატანას, რადგან სახლი არ მაქვს და ქუჩაში მძინავს. არც მშობლები მყავს და არც და-ძმა, სულ მარტო ვარ… ცოტა დროს წაგართმევთ და წაგიკითხავთ ერთ ლექსს“.

ჩემთან ერთად სხვებიც იდგნენ, ყველას ღიმილი მოეფინა სახეზე, მაგრამ სულ რამდენიმე წამში ღიმილი გაოცებამ შეცვალა, მერე კი ყველას სახეზე აღტაცება გამოეხატა. „შეშლილმა ჯონიმ“ ლექსის წაკითხვა რომ დაასრულა, რამდენჯერმე ვკითხე-მართლა შენი დაწერილია-თქო? მან კი მიპასუხა-სადაც გინდათ მოვალ და რა თემაზეც გინდათ თქვენს თვალწინ დავწერო ლექსს…

ბიჭი ლექსს წერს, ფურცელზე არ გადააქვს და ზეპირად იმახსოვრებს…და ვითომ მართლა “შეშლილია ჯონი”?..

მისმა ლექსმა საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და უცებ გავიფიქრე-იქნებ ის მართლაც მტვერში მიგდებული მარგალიტია.

მოდით, ერთად მოვუსმინოთ „შეშლილ ჯონის“.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...