Home » მთავარი » არ არის სახარბიელო დასწრების მაჩვენებელი!

არ არის სახარბიელო დასწრების მაჩვენებელი!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომებზე დეპუტატთა დასწრების საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

„არცერთ შემთხვევაში არ ჩატარდება კენჭისყრა ისეთ დროს, როდესაც 76 დეპუტატი ფიზიკურად არ ესწრება საქართველოს პარლამენტის სხდომას. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი და პრინციპული პოზიცია“,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატთა დასწრების მაჩვენებელზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რომ პარლამენტის არცერთ წევრს არ ჩაეთვლება დასწრება, თუ ის რეგისტრაციისას სხდომათა დარბაზში ფიზიკურად არ იმყოფება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის მკაცრი და პრინციპული პოზიცია.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ არ არის სახარბიელო დასწრების მაჩვენებელი. არც ერთ შემთხვევაში არ ჩატარდება კენჭისყრა ისეთ დროს, როდესაც 76 დეპუტატი ფიზიკურად არ ესწრება საქართველოს პარლამენტის სხდომას. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი და პრინციპული პოზიცია. მეორე – არცერთ დეპუტატს არ ჩაეთვლება დასწრება, თუ ის ფიზიკურად არ იმყოფება პარლამენტის სხდომათა დარბაზში რეგისტრაციის მომენტში. ეს არის ძალიან მკაცრი და პრინციპული პოზიცია, რომელსაც აუცილებლად დავიცავთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ​

Facebook Comments
x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...