Home » მთავარი » „არ გავუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, ნუ შეშინდებით ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!..“

„არ გავუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, ნუ შეშინდებით ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!..“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო, რომელიც  პროექტის “საქართველოს შს სამინისტროს ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” ფარგლებში ხორციელდება.

”ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შსს-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ამ ძალზე მგრძნობიარე პრობლემის დასაძლევად, იმისთვის, რომ პოლიციელმა შეძლოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის შესრულება, აუცილებელია თავად ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეების თანადგომა, მხარდაჭერა და თანამშრომლობა. მივმართავთ ყველა მსხვერპლს, არ გავუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, ნუ შეშინდებით მთელი ჩვენი უწყება, 40 000 ადამიანი თქვენ გვერდით ვართ იმისთვის, რომ დაგიცვათ” – განაცხადა მინისტრმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...