Home » ბლოგი » არ გამოგრჩეთ – რამდენიმე საინტერესო სიახლე….

არ გამოგრჩეთ – რამდენიმე საინტერესო სიახლე….

ბლოგი

ამირან სალუქვაძე

რამდენიმე საინტერესო სიახლე.

1. ამერიკამ სან-ფრანცისკოში რუსეთის დახურული საკონსულოდან არქივები გაიტანა, რაც საერთაშორისო ნორმებით ხელშეუხებლად ითვლება. ორი დღის წინ რუსეთის ლიდერი იმუქრებოდა (იხ.ვიდეო ამ გვერდზე), “პასუხი იქნება მყისიერი და სარკისებური”-ო. ვნახოთ რითი უპასუხებს რუსეთი. კასაჩოვის შეფასებით ვაშინგტონმა კარი გაიბრახუნა (გაბრახუნება ხომაა ქართული სიტყვა?)

2. კიდევ ერთი სიახლე აშშ-ს შესახებ. ერაყის პოლიციის უფროსმა ამერიკის ჯარებს ერაყის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რაც მყისოერად უნდა შესრულდეს მოლაპარაკებების გარეშეო. მისი განმარტებით ერაყის ჯარებს დამოუკიდებლად შეუძლია ტერორისტებთან ბრძოლა. ამერიკული კონტიგენტი ხელს გვიშლისო. ამ განცხადებას ერაყში რექს ტილერსონის ვიზიტი მოჰყვა (წყარო რუსულია. თუ ვინმე წააწყდებით სხვა წყაროს, გთხოვთ დადოთ კომენტარებში. თემა მნიშვნელოვანია).

3. ტრამპი აზიური ტურნესთვის ემზადება, რომლის ფარგლებში პეკინს ეწვევა.ერთ-ერთი მთავარი თემა ჩ.კორეაზე ზეწოლა იქნება

4.ჩეჩნეთში როსგვარდიის თანამშრომელმა 4 თანამშრომელი ჩაცხრილა

5. ლეონ პანეტა (პენტაგონის ყოფილი შეფი): ამერიკამ და რუსეთმა ცივი ომის ახალი თავი დაიწყეს (დიდი ხნის წინ დავწერე, რომ ცივი ომის ყველა ნიშანი სახეზეა)

6. ზამთარში სევასტოპოლში სსს ს-400 საბრძოლო მორიგეობაზე დადგება

7. შოიგუ: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტერორისტული საფრთხე მატულობს

8. ავსტრიის ახალმა კანცლერმა სებასტიან კურცმა ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ჟან-კლოდ იუნკერთან კოცნას თავი აარიდან (მაგრამ ის მიანც მიწვდა). იხილეთ ფოტო და ვიდეო: https://youtu.be/4LH_4baLtTI

Facebook Comments
x

Check Also

თბილისი ბავშვზე მორგებული ქალაქების დეკლარაციას შეუერთდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პროექტის „ბავშვზე მორგებული ქალაქები“ ფარგლებში, კიოლნის დეკლარაციას ...