Home » ბლოგი » “არ გვჭირდება ამდენი 3%-იანი პარტია თავისი დაფინანსებით, აღარც ბლოკები!”

“არ გვჭირდება ამდენი 3%-იანი პარტია თავისი დაფინანსებით, აღარც ბლოკები!”

ბლოგი

ამირან სალუქვაძე

ძალიანაც კარგი, რომ საარჩევნოდ ბლოკები აღარ იქნება. ერთიანდება ერთკაციანი პარტიები, შევლენ პარლამენტში და მერე იშლებიან.

როცა ქართული ოცნება დაიშალა, მაშინ დავწერე, რომ ბლოკებს ხმას აღარ მივცემ-მეთქი.

გადახედეთ სხვადასხვა პარტიების ისტორიას, ხან ერთ ბლოკში, ხან მეორეში. იგივე უთქმის ბევრ პოლიტიკოსზე, ხან ერთ პარტიაში, ხან მეორეში.

მისცემ ხმას ბლოკს, შევლენ პარლამენტში და იშლებიან. მმოგეცით ნებართვა?

ან როცა პარტიებიდან გადიან. ხმას აძლევ კონკრეტულ პარტიას, შევლენ პარლამენტში და მერე იწყება კარუსელები.

თუ ჩემი ხმით, კონკრეტული ბლოკით, კონკრეტული პროგრამით და დაპირებით მოხვდი პარლამენტში, ანუ მე შეგიყვანე პარლამენტში, რა უფლებით იცვლი ან პარტიას, ან ბლოკს, ან პროგრამას?

ამიტომ, ამ ბლოკების შექმნას, იდეოლოგიების, ფასეულობების და ურთიერთსიმპატიების საფუძველზე ბლოკების ნაცვლად დამსხვილდით, გაერთიანდით ერთ პარტიაში.

ჩემთვის ბევრი ლიდერისგან დაკომპლექტებული ერთი პარტია უფრო ფასეულია, ვიდრე ბევრი ხუთკაციანუი პარტიისგან დაკომპლექტებული ბლოკი, რომელიც ვიცი, რომ დაიშლება.

თან რა ამბავია ამდენი პარტია? პარტია მინდა დავაარსო (ვხუმრობ) და თავისუფალი სახელები ვერ ვიპოვე.

მოკლედ, დიდი ხნის წინ დავწერე და ასე აგისრულდეთ. არა, იმის 1% განცდაც არ მაქვს, რომ ვინმეს ჩემი ესმის, მაგრამ მაინც კარგია.

პარტიები იძულებულნი იქნებიან დამსხვილდნენ. არ გვჭირდება ამდენი 3%-იანი პარტია თავისი დაფინანსებით. რამდენიმე მსხვილი პარტია პოლიტიკური სტაბილურობის საწინდარია.200 პარტიიდან 5-7 პარტიამდე თუ ჩამოვალთ, კარგი იქნება და არარც ბლოკები იქნება საჭირო.

(გაგრძელება იქნება)

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...