Home » მთავარი » არ დაგავიწყდეთ! 14:00 საათზე-“რუსთაველიდან რუსთაველით თავისუფლებამდე”

არ დაგავიწყდეთ! 14:00 საათზე-“რუსთაველიდან რუსთაველით თავისუფლებამდე”

გუჯა შვანგირაძე

10288756_711655185577892_7708749732181762132_n

-“12 ფერეიდნელი ქართველი , ყველა ფერეიდნელი ქართველის სახელით ,  20 ნოემბერს , თბილისში, რუსთაველის ძეგლთან გეტყვის, რომ რუსთაველის ენაზე საუბრობს, გეტყვის რომ შენთან ყოფნა სურს, გეტყვის , რომ ქართველობა სურს..
და შენ?
საქართველოს ყველა ქალაქში, რაიონში, დაბაში, საქართველოს გარეთ, ყველგან სადაც კი , თუნდაც ერთი ქართველი ხარ,
ჩვენთან ერთად გაიარე გზა
რუსთაველიდან , რუსთაველით, თავისუფლებამდე!
დღეს,  20 ნოემბერს , რუსთაველის 850 -ე საიუბილეო წელს აღვნიშნავთ.
შემოგვიერთდი!”

ჩვენ კი შეგახსენებთ – 2016 წელი იუნესკომ რუსთაველის წლად გამოაცხადა. შოთა რუსთაველის 850 -ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისში, 20 ნოემბერს, 14.00 საათზე, რუსთაველის საიუბილეო წელთან დაკავშირებით რუსთაველის ძეგლიდან თავისუფლების მოედნისკენ დაიწყება სახალხო, საზეიმო მსვლელობა “რუსთაველიდან რუსთაველით თავისუფლებამდე”. მსვლელობის ორგანიზატორია  კოალიცია “ერთსულოვნების” თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე და შავგულიძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)

-„რუსთაველის სიტყვა მსოფლიოსგან მსოფლიო საგანძურად არის აღიარებული და მით უმეტეს , ჩვენ, ქართველებს, უბრალო ხალხს, რომლის საკუთრებაცაა “ვეფხისტყაოსანი” უნდა შეგვეძლოს ამის დანახვა და სათანადოთ დაფასება ყოველგვარი ზემოდან წამოსული მითითებების გარეშე. ჩვენ უნდა დავანახოთ  ერთმანეთს, რომ შეგვიძლია წინაპროს დაფასება.

არაა აუცილებელი თბილისში ყოფნა იმისთვის , რომ ეს გზა , რუსთაველის ძეგლიდან თავისუფლების მოედნამდე გაიარო. ყველა ქალაქში შეიძლება ამ გზის გავლა. საქართველოს ყველა ქალაქში და საზღვარგარეთაც. ამისთვის კი ყველგან, ზუსტად 20 ნოემბერს, ზუსტად 14:00 საათზე  ვნახოთ თანამოაზრეები და ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, აღვნიშნოთ საზეიმო მსვლელობით რუსთაველის საიუბილეო წელი.
ერთად გავიხსენოთ რუსთაველი.

14963355_1187445831332156_8387921531135749716_n-241x300

გავიხსენოთ , რომ რუსთაველის მემკვიდრეები ვართ.
ვიყოთ ჩვენც ღირსნი რუსთაველის!“-აცხადებს მსვლელობის ორგანიზატორი გუჯა შვანგირაძე.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...