Home » ეკონომიკა » არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ არსებული ინფორმაცია მაძლევს დამამშვიდებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას

არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ არსებული ინფორმაცია მაძლევს დამამშვიდებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას

ამირან სალუქვაძე

სალუქვაძე

ლარის კურსის ვარდნის თემა სულაც არაა სასაცილო, მაგრამ “მეცინება” იმ რესპოდენტებზე, რომლებიც ერთი წლის წინ, 2015 წლის შემოდგომაზე, დასცინოდნენ იმათ, ვინც ამბობდა, რომ გარე ფაქტორებთან ერთად, პანიკა და აჟიოტაჟი მოქმედებდა ლარის ვარდნაზე. რამდენიმე ექსპერტმა პირდაპირი ტექსტით განაცხადეს, რომ პანიკას ლარის კურსთან არანაირი შეხება არ აქვს.

ზუსტად იგივე რესპოდენტები ამა წლის გაზაფხულზე, როცა ლარმა გამყარება დაიწყო, ამბობდნენ, რომ პანიკაა ძირითად მიზეზი, რის გამოც ლარი მყარდება (გაიხსენეთ ლარის გამყარების ტენდენცია. ჩემი სტატიაც იხილეთ ამ თემაზე http://kvira.ge/242096 ).

ახლა ზუსტად იგივე რესპოდენტები აცხადებენ, რომ მიკროეკონომიკური მაჩვენებლები არ შეცვლილა და პანიკის გამო გრძელდება ლარის ვარდნა.

ასე დეტალურად იმიტომ დამამახსოვრდა, რომ მეც იმ სიაში ვიყავი, რომლებიც ამბობდნენ, რომ პანიკაა სავალუტო ბაზარზე, არა იმ მონაკვეთზე, როცა კურსი დახცადაახლოებით 2,0-მდე, არამედ, როცა უკონტროლო ვარდნა დაიწყო და 2,0-ს გადასცდა.

რა თქმა უნდა ყველა ის ფაქტორი, რომლებიც ჩამოთვლილი იქნა ლარზე ზეწოლასთან მიმართებაში, მოქმედებს კურსზე და ამ საკითხებს არ შევეხები. მითუმეტეს, რომ მე არ ვარ ეკონომისტი და არ ვაპირებ ვწერო არც ზოგადად ეკონომიკაზე და მითუმეტეს არც მიკროეკონომიკურ პროცესებზე. თუმცა, ჩვენი მინისტრის არ იყოს, უმაღლესი განათლებაც რომ არ გქონდეს ადამიანს, ვალუტის კურსზე მოქმედი ფაქტორები თავისუფლად იგუგლება ნებისმიერ ენაზე (მცოდნოდა 1,5 წლის წინ, ხომ დავდებდი რეკომენდაციებს?

მე მხოლოდ ორ საკითხს შევეხები. ესენია ისევ

ა) პანიკა და ბ) დოლარის მასების გადინება ქვეყნიდან.

პანიკა რომ არ იყოს, მოსახლეობას და ბიზნესს არა ფინანსისტების ენით, არამედ “გლეხურად” უნდა ველაპარაკოთ. მთავრობამ ყველა საინფორმაციო ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს მოსახლეობამდე/ბიზნესამდე საკუთარი გეგმების მისატანად.

2-3 წლის წინ დავწერე და ვიმეორებ, მთავრობამ უნდა გაააქტიუროს ადმინისტრაცია პრესკონფერენციების და ელექტრონული განცხადებების გზით. ადმინისტრაცია არაა მხოლოდ ბიუროკრატია. მისი ამოცანაა საზოგადოების, ბიზნესის და სამთავრობო უწყებების კომუნიკაცია და კოორდინაცია.

დოლარის მასის გადინება პირდაპირ აისახება ლარის კურსზე და ეკონომიკაზე. დოლარის (ევროს) გადინება სავალუტო ბაზრიდან ორი გზით ხდება: ქვეყნიდან გატანა (ოფშორებზეც ვწერდი გაზაფხულზე, ოღონდ სხვა მიზეზით, თუმცა ზოგი რამ წინამდებარე თემასაც ეხება http://kvira.ge/248184 ) ბიზნესის მიერ და ე,წ, ბალიშებში შენახვა.

დოლარის მასის გადინებაში (ეკონომისტებისთვის არ ვხსნი) იგულისხმება მსხვილი ბიზნესის მიერ მოგებიდან მიღებული შემოსავლების გატანა ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება “ბალიშებში შენახვას”, ეს ყველასათვის გასაგებია. ჩვენს ხალხს მოსდგამს საბჭოთა ცხოვრებიდან. პლუს პანიკის დროს ვისაც ლარის გარკვეული რაოდენობა გააჩნია, ცდილობს მყარ ვალუტაში გადაიტანოს და “შავი დღისთვის” შემოინახოს.

სხვათაშორის სავალუტო ბაზრის ძირიტადი მოთამაშეები ასეთი პანიკური სიტუაციების დროს დიდ შემოსავლებს იღებენ-ხოლმე. თუმცა მერე ისეც ხდება, რომ მთლად მშივრები რჩებიან. ამიტომ სტაბილურობა უნდა არჩიონ ერთჯერად დიდ შემოსავლებს.

დღეს ეროვნული ვალუტის ვარდნა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ხელისუფლებისთვის და ყველაფერი უნდა გააკეთოს მისი სტაბილიზაციისათვის. ხალხში გროვდება ხოლმე მუხტი, განსაკუთრებით სიდუხჭირისას და ნაპერწკლის როლს რა ფაქტორი შეასრულებს რა მნიშვნელობა აქვს?

არსებული ინფორმაცია მაძლევს დამამშვიდებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

შეწყალების მორატორიუმის საკითხზე განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა

შეწყალების მორატორიუმის საკითხზე განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მინისტრი იმედოვნებს, რომ პარლამენტი სამუშაო ჯგუფს ...