Home » მთავარი » „არ ვიცი ასეთი რა დავაშავეთ, ეს არის ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი ეკონომიკური მიდგომა!“

„არ ვიცი ასეთი რა დავაშავეთ, ეს არის ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი ეკონომიკური მიდგომა!“

რუსულმა ენერგოკომპანია ინტერ რაომ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან დენის საფასურის გაზრდას მოითხოვს, საარბიტრაჟო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართულ მხარეს ტარიფის გადახედვა და 500-მდე აბონენტისთვის მისი გაზრდა მოუწევს.

რუსულ ენერგოკომპანიაში, რომელიც კომპანია თელასის საკონტროლო პაკეტის მფლობელია, აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურების პირობებში კომპანია ათობით მილიონს კარგავს. ამიტომ, მოქმედი ტარიფის გადახედვისა და ცვლილების გარდა, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსგან საქართველოს ხელისუფლებისთვის 125 მილიონ დოლარიანი კომპენსაციის დაკისრებას მოითხოვს.

მარეგულირებელ კომისიაში, ინტერრაოს სასარჩელო პირობებს არ იზიარებენ.

ენერგეტიკის სამინისტროში ინტერრაოს სასარჩელო მოთხოვნებს დეტალურად ჯერ არ იცნობენ. ამიტომ წინასწარი პროგნოზს ვერ აკეთებენ.

სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან საკანონმდებლო ორგანოშიც. პოლიტიკური ოპონენტები საქართველოს არასწორ ეკონომიკურ და ენერგო პოლიტიკაზე საუბრობს.

აღნიშნულ აქტს “დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია ეხმაურება:

-„რუსული კომპანია “ინტერრაო” (იგივე თელასი) ელენერგიის საფასურის გაზრდილი ტარიფით გადახდას და საქართველოს მთავრობისგან ინფლაციის შედეგად მიყენებული ზიანის (125 მლნ. დოლარი) ანაზღაურებას ითხოვს. სარჩელი უკვე სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოშია. კომპანიის აქტივებში არსებული თბილისის თბოელექტროსადგურის ორი ბლოკი ჯამური სიმძლავრით 600 მგვტ. შეადგენს. ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2 ერთად 232,8 მგვტ-ს. საქართველოს მთავრობასთან 2013 წელს გაფორმებული მემორანდუმით, ლარის დოლართან გაუფასურების შემთხვევაში, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა უნდა მომხდარიყო.
საქართველო ელენერგიის ექსპორტიორია, ამავე დროს თავად ყიდულობს საქართველოში გამომუშავებულ ელენერგიას რუსეთისგან.

არ ვიცი ასეთი რა დავაშავეთ, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე არათანმიმდევრული ხელისუფლებები გვყავს..

ინტერრაო არის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურება იმისა, რომ არცერთი ინვესტიცია არ უნდა შემოვიდეს საქართველოს რესურსების ხარჯზე გასამდიდრებლად საქართველოს მოსახლეობის საძარცვავად.

“გავყიდოთ ყველაფერი” – ეს არის ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი ეკონომიკური მიდგომა!“

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...