Home » ბლოგი » ” არ მოვრჩეთ მეფობანას თამაშს?..”

” არ მოვრჩეთ მეფობანას თამაშს?..”

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი
პოლიციისა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

ვის უნდა ბატონყმობის აღდგენა საქართველოში?
ანუ არ მოვრჩეთ მეფობანას თამაშს?

საქართველოში თურმე არსებობს სამეფო სახლი, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილის და მთავრობის მეთაურის ბატონ გიორგი კვირიკაშვილის წინაშე აყენებს საკითხს, რომ

__ გაუქმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი და მის მაგივრად საქართველოში აღდგეს მეფობა და პრეზიდენტის მოვალეობები შეასრულოს საქართველოს მეფემ ძალზე ეკონომიური ფინანსებით.

დღესდღეობით ვითომ მიჩნეულია საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილი რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონი. არადა პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის დედა გვარად დეკანოზიშვილი ჰყავდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას უკვე შეუწყდა მემკვიდრეობითობის სამეფო ხაზი.

პეტრე გრუზინსკის დედა რომ ყოლოდა დადიანი, ჩოლოყაშვილი, რომანოვა, ორბელიანი ან და ციციშვილი სამეფო ხაზი მისთვის მაინც გაგრძელდებოდა.

პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ორი მეუღლე ჰყავდა, პირველი ცოლი გვარად სირაძე, ხოლო მეორე ცოლი გვარად მგელაძე. ასე რომ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი დედით დეკანოზიშვილი იყო, ცოლები სირაძე და მგელაძე ჰყავდა და რა სამეფო გვარის გაგრძელებაა ეს?

ნუგზარ ბაგრატიონს ჰყავს ქალიშვილი ანა, რომელიც ცოლად გაჰყვა სასულიერო პირს, გვარად მალანიას და მასთან 2 შვილი შეეძინა. შემდეგ ანა გაშორდა მალანიას და ცოლად გაჰყვა ესპანეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდა ყმაწვილს დავით ბაგრატიონს. ასე რომ თუ მეფობანას თამაში გინდათ საქართველოში უკვე თავისუფლად შეიძლება მეფედ დასვათ
__ დეკანოზიშვილიც;
__ სირაძეც;
__ მახარაშვილიც;
__ მგელაძეც;
__ ლაბარტყავაც;
__ მალანიაც;
__ ურჯუმელაშვილიც;
__ თავბერიძეც;
__ წიკლაურიც;
__ ბეგაშვილიც;
__ მასხულიაც;
__ კვიციანიც;
__ ღლონტიც;
ტყუილად ხომ არ ამბობდა ჩემი საყვარელი წიგნის „მატიანე ქართველთათვის“ ავტორი სიმონ მასხარაშვილი „მერაბიშვილი სამეფო გვარიაო“?

თბილისში სულ ბაგრატიონების რაოდენობა 57-ია, იმერეთში 16, საზღვარგარეთის ქვეყნებში 27, ხოლო აჭარაში, ძირითადად ქობულეთის რაიონში – 356! ასე რომ თუ მეფობანას თამაშობთ ქობულეთელებს ეკუთვნით მეფობა.
რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონი ძირითადად სხვადასხვა ღონისძიებებით არის დაკავებული ხან თბილისში და ხან მუხრანში ბაგრატიონების სასახლეში სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს და ელოდება მომენტს როდის დაიბარებენ და ეტყვიან „ჩაიბარე საქართველო!“

მანამდე ზოგიერთ გვარს თავადობას ანიჭებს, მაგალითად მალანიები უკვე „თავადები“ გახდნენ, ხოლო ზოგიერთი „რაინდის წოდებით დააჯილდოვა.

ყველამ ვიცით როგორი მოხერხებული პიროვნება იყო მე-19 საუკუნეში მოღვაწე აშორდია, რომელიც შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ ყველა მსურველს თავადობისა და აზნაურის წოდებების დამამტკიცებელ საბუთებს უმზადებდა. რა ჯდება ნეტავ ახალი „აშორდიების“ მიერ მინიჭებული თავადობა? ამჟამად ალბათ მხოლოდ „თავადობა“ იყიდება, აზნაურობისათვის ფულს არავინ გადაიხდის.

ახლა „სამეფო სახლში“ მიდის მსჯელობა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე

ა) არაგვის საერისთაოს რეზიდენცია სად უნდა იყოს დუშეთში, ფასანაურში თუ ანანურში?
ბ) ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე სად იყოს ქსნის საერისთაოს რეზიდენცია, სოფელ ქსანში თუ მჭადიჯვარში?
გ) დადიანებს მარტო სამეგრელო ჩააბარონ თუ მესტიის რაიონიც მიუერთონ, როგორც ოფიციალურ სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნიაშია? ალბათ მაგაზე გადამწყვეტ სიტყვას დადეშქელიანები იტყვიან!

ახლა შეიძლება ვიღაცეებმა თქვან რომ მსოფლიოში მეფეები ჰყავთ ბევრ ქვეყანაში და ჩვენთან რატომ არ უნდა იყოსო? 21-ე საუკუნეში მსოფლიოში ნამდვილი მოქმედი მეფეები ჰყავთ ძირითადად აზიაში არაბულ ქვეყნებს და აფრიკის ქვეყნებს, ხოლო ფორმალური მეფეები დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანას. ევროპის ამ ქვეყნებში „პიდარასტობაც“ დაშვებულია და გინდათ საქართველოშიც დაუშვათ?

ყველამ ვიცით ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა „ჩაკრულო“ ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის შესრულებით, როგორც დედამიწელების, კაცობრიობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში ამერიკელებმა კოსმოსში გააგზვანეს.

ტექსტი შეგახსენოთ?

„ხიდისთავს შევკრათ პირობა
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა
თავს დავანგრიოთ ბანია.
მუხრან ბატონის ყმობითა
ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა,
დეკეული ვერ გავზარდე,
კალო ვერ ვლეწე მოზვრითა…“

ვის მოენატრა ბატონყმობის აღდგენა საქართველოში?

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...