Home » მთავარი » არ შეიძლება ამდენ რამეზე თვალის დახუჭვა ერთი ადამიანის პატივისცემის გამო!

არ შეიძლება ამდენ რამეზე თვალის დახუჭვა ერთი ადამიანის პატივისცემის გამო!

ირაკლი ლატარია

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

-„ყველა ადამიანს აქვს გავლილი თავისი ცხოვრების რამდენიმე ეტაპი, რომელიც იყო მაგ დროს ბედნიერი, ამაყი ან პირიქით, უბედური და უიმედო. 2012 წელი იყო ჩემთვის ყველაზე დიდი იმედისა და ბედნიერების წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გვერდით დადგა მთელი ერი, მაგრამ რა მოხდა შემდეგ? ისევ, ბიძინას პატივისცემით ,,ნაციონალური მოძრაობის” 40 პროცენტზე ხმა არ ამოვიღეთ. ისევ ბიძინას პატივისცემით, ბარამიძის ვიცე-სპიკერობაზე ხმა არ ამოვიღეთ. ისევ ბიძინას პატივისცემით, კოაბიტაციაზე ხმა არ ამოვიღეთ. ისევ ბიძინას პატივისცემით: ნარმანიაზე ვთქვით – კი, მარგველაშვილზე ვთქვით-კი. მიშას გაპარებაზე ვთქვით – კი. ადეიშვილის გაქრობაზე ვთქვით – კი და ასე შემდეგ.

ჩემო ქართველებო, ხომ ხედავთ, რომ ახლაც ბიძინას პატივისცემით აპირებენ იმ ხალხის შემოპარებას, რომლებიც კავშირში არიან ნაცებთანაც და რესპებთანაც.

არა, არა, არა, არ შეიძლება ამდენ რამეზე თვალის დახუჭვა ერთი ადამიანის პატივისცემის გამო. ეს ხომ შპს არ არის, ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენი საქართველოა!!!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს სორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით ...