Home » მთავარი » “არ შეიძლება ვისაც უნდოდეს თავის თავს “უფლებადამცველს” უწოდებდეს!”

“არ შეიძლება ვისაც უნდოდეს თავის თავს “უფლებადამცველს” უწოდებდეს!”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მომხდარ მოვლენებს შემაშფოთებელს  უწოდებს.

-„აქცია  სამწუხაროდ გასცდა მშვიდობიანი პროტესტის ფორმას,  ძალადობრივი ქმედებები ნებისმიერი მხრიდან მიუღებელია!

საინტერესოა,  2017 წლის 12 მარტს “რუსთავი 2” გადაცემა  „პოსკრიტუმში“ ვიღაც მერაბ ღოღობერიძე, რომელიც როცა უნდოდა კვერცხებსაც ისროდა თურმე, რატომ უწოდებს თავს ასე ამაყად „უფლებადამცველს?!.“ საკითხავია ისიც,  თუ მოჰყვა მის სიტყვებს  მაშინ სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან ადეკვატური რეაგირება? ეს უკვე სირცხვილია!

არ შეიძლება ვისაც უნდოდეს თავის თავს “უფლებადამცველს” უწოდებდეს და მედიაც ასე მოიხსენიებდეს მას, აუცილებელია ბათუმში მომხდარ ფაქტზე დაწყებულმა გამოძიებამ მოსთხოვოს ფაქტები და მტკიცებულებები ამ ვიღაც მერაბ ღოღობერიძეს, რასაც აცხადებს საპატრულოს უფროსის მისამართით, უნდა დადგინდეს რეალურად ვის ინტერესებში შედიოდა ეს ვითარება, რასაც ადგილი ჰქონდა ბათუმში ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც შეეცდება საქართველო გადაიყვანოს სხვა რელსებზე, რომელიც ზიანს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის ინტერესებს და წააქეზებს ძალადობისაკენ.

ასევე მნიშვნელოვანია გამოძიებამ სრულყოფილად და ობიექტურად შეისწავლოს მძღოლების მიერ გამოთქმული პრეტენზიები საპატრულო პოლიციელების თანამშრომლების მიმართ, ხოლო თუ კი მართლა აქვს ადგილი მოსახლეობის მიმართ არადეკვატური ჯარიმების გამოწერას და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, ამას ასევე შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს …

დღეს რაც უმთავრესია ქვეყნისათვის პირველყოვლისა სიმშვიდეა მნიშვნელოვანი.

Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...