Home » მთავარი » “არ შეიძლება კულტურის ბიუჯეტი იყოს ის, რაც არის”

“არ შეიძლება კულტურის ბიუჯეტი იყოს ის, რაც არის”

 

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში შემაჯამებელ სიტყვაში ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან დიასპორას მიმართა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეუძლია ყველა ორგანიზაციას მივიდეს და მიიღოს მათთვის სასურველი ინფორმაცია. ეს კი იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის როგორც საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების, ასევე საზღვრებს გარეთ მყოფი ქართველების პრეზიდენტიც, რომლებიც უცხოეთში რთულ პირობებში ცხოვრობენ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, პრეზიდენტმა ყველა იმ ადამიანს მიმართა, ვინც ბიუჯეტის განხილვაში იღებს მონაწილეობას.

“მინდა  ყველას გითხრათ, კულტურა არის ჩვენი ქვეყნის პოტენციალის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ნაწილი  და  არ შეიძლება კულტურის ბიუჯეტი იყოს ის, რაც არის.  უნდა მივცეთ ჩვენს კულტურას და ჩვენს კულტურაში ყველას, ვისაც აქვს უზარმაზარი შემოქმედებითი ნიჭი, საშუალება, რომ მხრები გაშალონ და მიაღწიონ იმას, რაც ნამდვილად დევს ამ ქვეყანაში,  ეს იქნება კინო,  მუსიკა,  არქეოლოგია…” – განაცხადა ზურაბიშვილმა შემაჯამელი სიტყვის წარმოთქმისას პარლამენტში.

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...