Home » მთავარი » არ შეიძლება ჩვენი თანამემამულეთა უფლებების დაცვა აზერბაიჯანულ ნავთობზე მნიშვნელოვანი იყოს!

არ შეიძლება ჩვენი თანამემამულეთა უფლებების დაცვა აზერბაიჯანულ ნავთობზე მნიშვნელოვანი იყოს!

უფლება დამცველი გიორგი თევზაძე ეხმიანება და ეთანხმება, უფლებადამცველის ნიკოლოზ მჟავანაძის გავრცელებულ განცხადებას, რომელიც წუხილს გამოთქვამს ჰერეთში ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში განხორციელებული ვანდალური აქტის გამო.

თავის მხრივ, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე აღნიშნავს, რომ არ შეიძლება  რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ქართული მოსახლეობის დამცირება აზერბაიჯანში.

-“მართლაც როდემდე შეიძლება გაგრძელდეს რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ქართული მოსახლეობის დამცირება აზერბაიჯანში. საქართველოში მოქმედ რომელიმე მეჩეთში აზერბაიჯანელის შესვლას რაიმე შერფერხება შემთხვევით, რომ მოჰყოლოდა, (რომელიც საქართველოში ასობით მეჩეთი ფუნქციონირებს ასევე აზერბაიჯანული სკოლები,) ატყდებოდა ერთი ვაი, უი,…. ზოგიერთი სამოქალაქო სექტორის სოროსის თუთუყუშებისაგან რასაც ზოგიერთი მედიაც აუწყობდა ფეხს ამ პიარს.

მივმართავ საქართველოს მთავრობას! და საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში რომლის მხრიდან თუ კი რაიმეს აკეთებს პოზიტიურს ადგილობრივი ქართული ეთნოსის უფლებების დასაცავად და მათი რეგიური მრწამსა და აღმსარებლობის ხელშეწყობისა და ქართული სკოლის ფუნქციონირებისა და ქართული ენის დასაცავად საზოგადოებისათვის უცნობია ?! …

ამასთანავე ყველას უნდა ესმოდეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას ქონდეს საშვალება ისწავლონ ქართულ ენაზე და ფუნქციონირებდეს ქართულენოვანი სკოლები, ქონდეს მართლმადიდებლური აღმსავრებლობის უფლება და საშვალება ,ატარონ წინაპართა გვარები.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას თქვენც უნდა უფრო მეტად გაინტერესებთ რა მდგომარეობაშია ქართული ეთნოსი ჰერეთში, კახში, საინგილოში, არ შეიძლება ჩვენი თანამემამულეთა უფლებების დაცვა აზერბაიჯანულ ნავთობზე მნიშვნელოვანი იყოს! ხოლო ოდიდგანვე მეგობრობა მხოლოდ ორხმრივია მნიშვნელოვანი და სიკეთის მომტანი .

ცნობისათვის; ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია — მართლმადიდებლური ტაძარი ჰერეთში, დღევანდელ აზერბაიჯანში. მდებარეობს მდ. ქურმუხის ხეობაში (კახის რაიონი), რაიონული ცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით, ნუხისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეზე. კანგარაკის მთის კლდოვან წვერზე. იგი საინგლოს (ისტორიული ჰერეთის) ქართველობის მთავარი რელიგიური სიწმინდე და სალოცავია. ქურმუხის ეკლესიაში წირვა–ლოცვა ჯერჯერობით არ ტარდება, იგი წელიწადში მხოლოდ ორჯერ (გიორგობებზე) იღება მომლოცვეელებისათვის და აღესრულება პარაკლისი.

Facebook Comments
x

Check Also

“ნაციონალური მოძრაობა“ პუშკინის სკვერში იკრიბება

“ნაციონალური მოძრაობა“ პუშკინის სკვერში იკრიბება, საიდანაც  მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველზე მივლენ და აქციას შეუერთდეიან. აქცია 3 ...