Home » მთავარი » ასე აფასებს დღეს სახელმწიფო ენას!!!

ასე აფასებს დღეს სახელმწიფო ენას!!!

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი

ხელისუფლება თავისივე მიღებულ კანონს არ ასრულებს!!!

2015 წლის 22 ივლისს საქართველოს პარლამენტმა “სახელმწიფო ენის შესახებ” კანონი მიიღო. მე–40 მუხლში ვკითხულობთ:
1. 2016 წლის 1 თებერვლამდე:
ა) საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულება და სტრუქტურა, განსაზღვროს მისი ქონების შექმნის წესი;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. 2016 წლის 14 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს:
ა) სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა;
ბ) ქართული სალიტერატურო ენის ნორმები და ტერმინოლოგიური სტანდარტები;
გ) სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესი.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას უზრუნველყოს მასში ამ კანონიდან გამომდინარე საბიუჯეტო სახსრების ასახვა.

არც დეპარტამენტი შეუქმნიათ და არც სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა!!! ასე აფასებს დღეს სახელმწიფო ენას!!!

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...