Home » მთავარი » “ასე იქნება მომავალშიც… რუსეთი დასავლეთის სიმეტრიულ ქმედებას ახორციელებს”

“ასე იქნება მომავალშიც… რუსეთი დასავლეთის სიმეტრიულ ქმედებას ახორციელებს”

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი

-“კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ პატარა თუ საშუალო ქვეყნები, მსოფლიოს დიდი მოთამაშეების სტრატეგიულ დაპირისპირებაში იჭყლიტებიან. აი, მაგალითად, პუტინმა რუსეთის ავიაციის ალეპოს დაბომბვებისას დიდი მსხვერპლის გამო დასავლეთის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, აშშ-ს მხარდაჭერით ერაყის არმიის მიერ მოსულის აღებისას არანაკლები მსხვერპლი იყოო.

გაიხსენეთ, როდესაც დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა, მაშინვე გამოხტა და თქვა რა განსხვავებაა კოსოვოსა და აფხაზეთს შორისო, იმათთვის თუ შეიძლება ჩვენთვის რატომ არაო? და როგორც კი ჩაუვარდა შანსი, აღიარა კიდეც.

ასე იქნება მომავალშიც, რასაც დასავლეთი გააკეთებს მსოფლიოს რომელიღაც ცხელ წერტილში, სიმეტრიულ ქმედებას განახორციელებს რუსეთი მის ე.წ. „ახლო საზღვარგარეთში.“ მეტყვიან უტრირებას აკეთებო, მაგრამ მაგალითები რომ სახეზეა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თვალყურს ადევნებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აია-სოფიას, რომელიც ...