Home » ბლოგი » ასე რამ გაუქვავათ სასმენელი ამჟამინდელ მეუფეებს?.. ფარისევლობას და უსიყვარულობას ვხედავ…

ასე რამ გაუქვავათ სასმენელი ამჟამინდელ მეუფეებს?.. ფარისევლობას და უსიყვარულობას ვხედავ…

გიორგი ტიგინაშვილი

(ივრისპირელი)

წმ. კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II სამშობლოდან გადასახლებასა და ექსორიობაში, რომ იყო (16 წელზე მეტი), მიუხედავად გაავებული რუსი სახელმწიფო მოხელეების წნეხისა და მეფის ოხრანკის ზეწოლისა, მიუხედვად მისი 8 წლიანი ფაქტობრივი პატიმრობისა და სიდუხჭირისა, მან 400-მდე ქართველ სტუდენტს დაუფინანსა საქართველოს ფარგლებს გარეთ სწავლა-განათლება და თითოეულს რეკომენდაცია თუ რეზოლუცია მისცა. ყოველი მათგანი ძალიან დიდ სითბოსა და მზრუნველობას გრძნობდა მისგან და წლების მანძილზე მას არ შეუწყვეტია მათთან კავშირი.

ამ ფონზე, მიჩნდება კითხვა: ასე რამ გაუქვავათ სასმენელი ამჟამინდელ მეუფეებს? (თანაც დალხენილებსა და ფინანასურად ძლიერებს).

დღევანდელი ჩვენი ეკლესიის სინოდის მღვდელმთავრების 90 % კი მარტო კალატოზებივით მშენებლობებსა და კოლმეურნეობის თავმჯდომარეებივით სახნავ-სათეს მიწებსა და მოსავალზე ფიქრობენ. ოღონდ უწინდელი ვოლგა – დღევანდელმა პრადომ და ლენდ კრუიზერმა ჩაანაცვლა.

სამწუხაროდ, თითქმის არცერთ ეპისკოპოსს არ აინტერესებს წესიერი, პატიოსანი და განათლებული ადამიანების ხელშეწყობა, მათი სასულიერო პირად კურთხევა, ცოდნის გაღმავებაში დახმარება და არსებობაში შემწეობა. შეიძლება ითქვას, რომ ეპისკოპატში უმეტესად გვყავს იმუნიტეტის მქონე ომოფორიანი ბიზნესმენები, გულგრილი ადამიანები და თვალთმაქცი ფარისევლები, რომელთაც არც სულის ცხონება ანაღვლებთ, არც მოყვასის ბედნიერება და გადარჩენა და არც სამშობლოს კეთილდღეობა.

ძალიან მწყდება გული ბევრ რამეზე და რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტ ტკივილს ვგრძნობ, როცა ამდენ უსიყვარულობას ვხედავ…

Facebook Comments
x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...