Home » მთავარი » „ატლას გლობალი“ დღეს, 16.20 საათზე საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ჩამოიყვანს

„ატლას გლობალი“ დღეს, 16.20 საათზე საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ჩამოიყვანს

თურქეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სტამბულის აეროპორტში არიან ქართველი მგზავრები და მათ გადმოსაყვანად ავიაკომპანიაატლას გლობალმამიიღო გადაწყვეტილება დღეს, 16.20 საათზე დანიშნოს ფრენა და ჩამოიყვანოს ჩვენი მოქალაქეები.

„მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რომ ქვეყნის შიგნით ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული და მუშაობს გამართულად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მეც მინდა დავადასტურო, რომ საზღვარზე, ამ წუთში, ჩვენი ქვეყნიდან თურქეთის მიმართულებით დაწესებულია შეზღუდვები, თუმცა პირიქით გახსნილია. ჩვენ გვქონდა მოსაგვარებელი საკითხები რამდენიმე მიმართულებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველაფერი კეთდება“ – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...