Home » მთავარი » „აუდიტორია 115“ მე-6 კორპუსის პიკეტირებას სადღესასწაულო დღეებშიც აგრძელებს

„აუდიტორია 115“ მე-6 კორპუსის პიკეტირებას სადღესასწაულო დღეებშიც აგრძელებს

„აუდიტორია 115“-ის წევრებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. როგორც ლევან ლორთქიფანიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ პირობა დაარღვია, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების ინიცირებას ახალ წლამდე დაარეგისტრირებას დაჰპირდა სტუდენტებს. მისივე თქმით,  ეს პირობა არ შესრულდა, რის გამოც, ისინი მე-6 კორპუსის პიკეტირებას აგრძელებენ.

„ განათლების კომიტეტმა უარი თქვა კანონში ცვლილების ინიცირების დარეგისტრირებაზეც კი, არათუ კანონში ცვლილების განხორციელებაზე. შესაბამისად, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ და სხვებმა ჩვენ გაგვწირეს იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მე-6 კორპუსის პიკეტირება, ვიდრე კანონპროექტი არ დარეგისტრირდება. განათლების კომიტეტის წარმომადგენლები ჩვენ გვეუბნებიან, რომ კანონპროექტის დარეგისტრირება შეიძლება მოხდეს გაზაფხულის დასაწყისში. ისინი არც ერთ ჩვენს მოთხოვნას არ ითვალისწინებენ. კანონის რეგისტრაციაზეც უარს გვეუბნებიან და ერთადერთი გზა, დაგვრჩა გავაგრძელოთ ამ კორპუსის პიკეტირება. მოვუწოდებთ საზოგადოებას, სადღესასწაულო დღეებში, როდესაც მე-6 კორპუსში ათეულობით სტუდენტი იქნება, რა ფორმითაც შეძლებენ, გამოგვიცხადონ სოლიდარობა“, – განაცხადა ლევან ლორთქიძანიძემ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“სანამ ზვიადს მისწვდებოდე, ედიკას საფლავს მიაკითხე…”

კახა მიქაია ლევან ნასაძის განცხადებას ეხმიანება და საჯაროდ მიმართავს: ლევან ვასაძე: ,,დასაჭურისებული კაცების ცოლებმა შექმნეს ...