Home » საზოგადოება » “აუდიტორია 115” , პროფკავშირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს.

“აუდიტორია 115” , პროფკავშირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს.

“აუდიტორია 115” , პროფკავშირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ქვეყანაში შრომითი ინსპექციის და შრომის კოდექსის შექმნას, ასევე ქვეყანაში შრომის შესაბამის ანაზღაურებას და უსაფრთხო სამუშაო გარემო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო. ვარდების რევოლუციის მოედნის შემდეგ მსვლელობამ პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს ქვეყანაში შრომითი პირობები არ არსებობს და ნებისმიერი მუშა დაუცველია. მათივე ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 465 ადამიანია დაღუპული, რაც მსოფლიო პროფკავშირების მდგომარეობასთან შედარებით კატასტროფული მაჩვენებელია.

Facebook Comments
x

Check Also

ეკონომიკური თვითიზოლაცია ქმნის „ფეთქებად მღელვარებას“

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი COVID-19  ეპიდემიის ეკონომიკური ბუნება უნიკალური და განსაკუთრებულია. ეპიდემია ძლიერად ურტყამს ეკონომიკას, ...