Home » ეს საინტერესოა » აუზი ასაფრენ ბილიკთან – მსოფლიოს ყველაზე საოცარი აეროპორტის ლაუნჯი

აუზი ასაფრენ ბილიკთან – მსოფლიოს ყველაზე საოცარი აეროპორტის ლაუნჯი

დომინიკელთა რესპუბლიკის პუნტა კანას საერთაშორისო აეროპორტი, მგზავრებისთვის შექმნილი პირობებით, წლის ბოლოს ყველაზე საოცარი აეროპორტი გახდება მსოფლიოში.

2017 წლის დეკემბრიდან, დომინიკელთა რესპუბლიკიდან სხვა ქვეყნებში მიმავალი მგზავრები შეძლებენ ფრენის მოლოდინში, ასაფრენი ბილიკიდან რამდენიმე ნაბიჯით დაშორებით აშენებული აუზით ისარგებლონ ან ლაუნჯში დაისვენონ.

პროექტის ფოტოები ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ გამოაქვეყნა.

აუზი მხოლოდ ნაწილია ფუფუნების მოყვარული მგზავრებისთვის შექმნილი მოსასვენებელი სექტორიდან, რომელიც აეროპორტის რიგით მესამე ვიპ (VIP) ლაუნჯი იქნება.

უკვე მოქმედი 2 სექტორი აეროპორტის A და B ტერმინალებშია განთავსებული და მხოლოდ ელიტური სტატუსის მქონე მგზავრებისთვის, პრიორიტეტული საშვის მქონე პირებისა და იმ მგზავრებისთვისაა, რომლებსაც ლაუნჯებში შესვლის სპეციალური საშვი აქვთ შეძენილი.

პროექტის ავტორი დომენიკელი არქიტექტორი ანტონიო სეგუნდო იმბერტია – მისი დიზაინი 1983 წელს აშენებული აეროპორტის ტრადიციულ დომინიკურ სტილთან შესაბამისობაში მოდის. მისივე დიზაინით შეიქმნა 2000 წელს აეროპორტში აშენებული რამდენიმე ახალი კორპუსი.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...