Home » მთავარი » აფგან მუხთარლი პატიმრობაში რჩება

აფგან მუხთარლი პატიმრობაში რჩება

ბაქოს სასამართლომ აფგან მუხთარლის ადვოკატთა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შინა პატიმრობით შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მუხთარლის ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ საპატიმროდან გათავისუფლების შემთხვევაში, ჟურნალისტმა შესაძლოა გამოძიების მსვლელობაზე გავლენა მოახდინოს, რაც არალოგიკურია, რადგან წინასწარი გამოძიება უკვე დასრულებულია.

აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა, თბილისიდან 29 მაისს გაიტაცეს. მეორე დღეს ის უკვე ბაქოში იმყოფებოდა. ჟურნალისტს კონტრაბანდაში, საზღვრის დარღვევასა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ, თუმცა, თავად მუხთარლი ყველა ბრალდებას უარყოფს.

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...