Home » მთავარი » აფხაზეთის ა/რ მთავრობავ! შემდეგი აქცია იქნება თქვენთან! თქვენ არ დგახართ ხალხის გვერდით!

აფხაზეთის ა/რ მთავრობავ! შემდეგი აქცია იქნება თქვენთან! თქვენ არ დგახართ ხალხის გვერდით!

დევნილთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია „არა სუბარის რეფორმას“ გაიმართა. აქციის მონაწილე, დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრი, “დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება, თუმცა მომდევნო აქცია აფხაზეთის სამინისტროსთან გაიმართება. მისი თქმით, აქციაზე საზოგადოების დიდი  ნაწილი დაშინების გამო ვერ მივიდა.

-„ჩვენს გვერდით ისევ ის ხალხი იდგა, ვისაც ბრძოლის ჟინი არ განელებია, ვინც ყოველთვის იდგა იქ, სადაც ნამუსი ჰკარნახობდა. განსაკუთრებული მადლობა პროგრესულ-დემოკრატიულ მოძრაობას (ლაშა სტურუა) თანადგომისათვის. აქციას ეწვია პარლამენტარი ქალბატონი ადა მარშანია, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.
დევნილთა სამინისტროსთან გამართული აქცია არ იყო ხალხმრავალი. ამაზე “იზრუნა” აფხაზეთის ა/რ მთავრობამ, რომელმაც ღონისძიების დიკრედიტაციის მიზნით წინასწარ გაავრცელა ხმები, რომ აქცია არის მართული. ბევრმა აქციის მიმართ ნდობა დაკარგა და არ მოვიდა. ჩვენ (დევნილთა საინიციატივო ჯგუფი) დიდი ხანია მოთმინებით ვაიგნორებდით პროფესიონალი კულუარული ვირთხების ნაფუსფუსარს, რადგან ღრმად გვწამდა რომ მხოლოდ ყველა დევნილის ერთიანობა და ერთი მიზნისთვის (მიზანი ჩვენს მიწა-წყალზე ღირსეულად დაბრუნებაა!) თანამშრომლობა იქნებოდა ბრძოლაში შედეგის მომცემი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.
აფხაზეთის ა/რ მთავრობავ! – თქვენ ვერ გაგვისწორებთ თვალს, თქვენ არ დგახართ ხალხის გვერდით, თქვენ ვერ უზრუნველყოფთ დევნილთა უფლებების დაცვას, თქვენ არ გაქვთ ავტორიტეტი, არ გაქვთ ლეგიტიმურობა ხალხისგან, უკანონოდ უზურპირებული გაქვთ ძალაუფლება. ის, რაც დევნილთა თავს ხდება, ჰაერიდან არ მოდის, ყველაფერი თქვენი მორჩილი თანხმობით, ან ხშირად თქვენივე ინიციატივით ხდება. რაში გვჭირდებით? რას აკეთებთ კამერების წინ პოზიორობის და ბიუჯეტის ჭამის გარდა?

შემდეგი აქცია აღარ გაიმართება სუბარის უწყებასთან, ჩვენ მოვალთ თქვენთან!

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობა ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე აკეთებს აქცენტს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე პოსტკრიზისულ პერიოდზე და ახალი ეკონომიკური პროგრამების შექმნაზე აკეთებს აქცენტს, სადაც ადგილობრივი წარმოების ...