You are here
აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სირიელ ხალხს სამხედრო დახმარებას სთავაზობს მთავარი სამხედრო საქმე უცხოეთი ყველა სიახლე 

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სირიელ ხალხს სამხედრო დახმარებას სთავაზობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სირიელ ხალხს სამხედრო დახმარებას სთავაზობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“, დეფაქტო ხელისუფლების ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აფხაზეთის შეიარაღებული ძალები მზად არიან სირიელი ხალხის დასაცავად და ამ მიზნით სირიაში პროფესიონალი სპეციალისტები გაგზავნონ.

ოკუპირებულ სოხუმში აცხადებენ, რომ სირიაში დღემდე ცხოვრობენ აფხაზები, რომლებიც ქვეყანაში მე-19 საუკუნეში კავკასიაში მომხდარი ომის შემდეგ დასახლდნენ და მოძმე სირიელ ხალხთან ერთად ტერორისტებისა და მათი მფარველების არა ადამიანური ქმედებების მსხვერპლი ხდებიან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება გმობს სირიაში სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას.

 

Comments

comments

Related posts