Home » მთავარი » აფხაზეთში ოკუპანტი რუსეთის მხრიდან გრძელდება ვანდალური ქმედება!

აფხაზეთში ოკუპანტი რუსეთის მხრიდან გრძელდება ვანდალური ქმედება!

უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მიმართავს საერთაშორისო ინსტიტუტებს და საქართველოს ხელისუფლებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს განუყოფელ რეგიონში – აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2016 წლის 3 იანვარს სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით გაანადგურეს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი – VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევი და ასევე XX ს-ის შუა ხანების პოლონელთა სასაფლაო, რასაც რუსული და აფხაზური საინფორმაციო წყაროები ავრცელებს.

-“ოკუპანტი რუსეთის მხრიდან პირველი როდია ასეთი მიზანმიმართული ქმედებები საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის კულტურული ძეგლებისა და მომქმედი მონასტრების მიმართ თვითნებურად დაზიანების ფაქტებს როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას,დათავისთავად მიზნად ისახავს ქართული ისტორიული წყაროების განადგურების მცდელობასაც ოკუპანტი რუსეთის მხრიდან ასეთი მიზანმიმართული უკანონო ქმედება კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს ვითარებაზე, რუსეთს არაფლად მიაჩნია რუსეთთან ურთიერთობის საუკუნეებრივმა პრაქტიკამ საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის საერთაშორისო ნორმების ვალდებულებების დაცვა პრიორიტეტს არ წარმოადგენს, ოკუპანტი რუსეთი თავისი დანაშაულებრივი ქმედებით ასევე უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, კერძოდ კი “შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის” 1954 წლის კონვენციას, ასევე “კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული განადგურების” შესახებ UNESCO-ს 2003 წლის დეკლარაციის პრინციპებს.

საერთაშორისო ინსტიტუტებს და თანამეგობრობას მივმართავთ თხოვნით ,UNESCO-სა და სხვა სათანადო მკაცრი შეფასება მისცენ ოკუპანტი რუსეთის უკანონო ქმედებებს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და დაცვის მიზნით.თუ ასეთი პრობლემა ოკუპანტი რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მის მიერ მეორე ქართული ოკუპირებული რეგის სამაჩაბლოში არსებულ ქართულ ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ, მივმართავ საერთაშორისო ინსტიტუტებს და საქართველოს ხელისუფლებას მათი მხრიდან გამოყენებული უნდა იქნას ყველა საერთაშორისო მექანიზმი ასეთი ვანდალური ქმედებებების შესაჩერებლად რასაც ადგილი აქვს ოკუპანტი რუსეთის მხრიდან” – აღნიშნულია გიორგი თევზაძის განცხადებაში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, ყველა იმ დეპუტატის ...