Home » ექსკლუზივი » აფხაზი ქალი დღეს სამებაში მოინათლა, ქართველი ნათლიები-ჩატეხილი ხიდის გამთლიანებისა იმედი…

აფხაზი ქალი დღეს სამებაში მოინათლა, ქართველი ნათლიები-ჩატეხილი ხიდის გამთლიანებისა იმედი…

სააგენტოს შერიგებისა და ნდობის აღდგენის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მრჩეველი როლანა ნიჟარაძე დაუკავშირდა და ექსკლუზიურად მოგვაწოდა მართლაც რომ სასიამოვნო ამბავი.

როლანა ნიჟარაძე

-ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ერთი შეხედვით გაყინულ მდგომარეობაში ყოფნა საზოგადოებას უიმედობას გვიჩენს, თითქოს მშობლიურ კუთხეში დაბრუნების პერსპექტივაც არ სჩანს, მაგრამ არსებობს ადამიანური ურთიერთობები და ისტორიები, რომლის მოსმენა და ნახვა ჩატეხილი ხიდის გამთლიანებისა და თანაცხოვრების შესაძლებლობის იმედებს გვისახავს.

ნინოობის დღესასწაულზე კიდევ ერთი ნინო შემოგვემატა –აფხაზი ქალბატონი აიდა ქეცბა. მისი ნათლობის სახელი დღეიდან ნინოა.

აიდა ქეცბა სოხუმიდან თბილისს გვესტუმრა, რათა სამების ტაძარში მონათლულიყო. ამბობს, რომ ამ დღეს დიდ ხანს ელოდა. ნათლიებიც რუდუნებით აარჩია –სოხუმელი აკაკი ბასლანძე დ ვიტალი ბასლანძე.

ბატონი აკაკისთვის ქალბატონი აიდა -დღეს უკვე ნინო, მესამე აფხაზი ნათლულია . ამ პატრიოტ კაცს ურჩევნია უხმაუროდ აკეთოს ეს კეთილშობილურ-მამულიშვილური საქმე. მისი ცხოვრების მიზანი ქართველებისა და აფხაზების შერიგება და მონატრებულ ქალაქში დაბრუნებაა.

ჩვენს აფხაზ ქალბატონს სევდიანი ისტორია აქვს – ქართულ-აფხაზური სამხედრო კონფლიქტის დროს მისი მშობლები საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ, ორიოდე წლის წინ კი ერთადერთი ძმაც გარდაეცვალა. თბილისში ჩამოსვლა, ქართველებთან შეხვედრა და მონათვლა მისი შეგნებული არჩევნია. სოხუმში დაბრუნებულს შესაძლოა უსიამოვნებები შეხვდეს, მაგრამ არ ეშინია.

ნათლობის ცერემონიალმა ამაღელვებად ჩაიარა.

ტაძარი, აფხაზი ქალბატონი, ქართველი ნათლიები, ბოლოს კი ტრადიციული სუფრა, მოგონებები მშვიდობიან წარსულზე _ ვფიქრობ ყინული ლღვება, უფლება არ გვაქვს სხვანაირად ვიფიქროთ. ცოტა მეტი დრო, მონდომება და ურთიერთობაა საჭირო, რათქმაუნდა შუამავლების გარეშე.

Facebook Comments
x

Check Also

მიშა ქუმსიშვილი რუსთავში ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია

ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავში მიხეილ ქუმსიშვილი იქნება. ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატის თქმით, რუსთაველი არაა, ...