Home » მთავარი » აფხაზური მხარე ცდილობს ცნობადობის ხარისხის ამაღლებას აღიარების მიღწევას

აფხაზური მხარე ცდილობს ცნობადობის ხარისხის ამაღლებას აღიარების მიღწევას

ქ. ნიუ-იორკში გამართულ 45-ე საერთაშორისო ნუმიზმატიკურ კონფერენცია-გამოფენაში, აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის, მონაწილეობის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე უცვლელად გთავაზობთ:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განცხადება

ქ. ნიუ-იორკში გამართულ 45-ე საერთაშორისო ნუმიზმატიკურ კონფერენცია-გამოფენაში, აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის, მონაწილეობის თაობაზე

წლეულს, 11-14 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ნიუ-იორკში გაიმართა 45-ე საერთაშორისო ნუმიზმატიკური კონფერენცია-გამოფენა. ინფორმაციისთვის, საერთაშორისო ნუმიზმატიკური კვირეული ჩრდილოეთ ამერიკაში უმსხვილესი ნუმიზმატიკური გამოფენაა, რომელსაც ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მას ათულ ათასობით ადამიანი სტუმრობს. გამოფენაში მონაწილეობენ აშშ-ს, ევროპისა და აზიის წამყვანი დილერები.

სწორედ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების სხვადასხვა ქვეყნის 115 მონაწილეთა შორის დაფიქსირდა აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკი, როგორც „აფხაზეთი-სოჭის რესპუბლიკა, რუსეთი“.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაცია ე.წ. რესპუბლიკისა და მისი საბანკო სისტემის შესახებ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის სახელმწიფო სიმბოლიკა, აფხაზური მონეტები და მათი კატალოგი ინგლისურ ენაზე. ბანკის წარმომადგენელთა განმარტებით, კონფერენციის კურატორმა ბატონმა კევინ ფოლიმ მადლობის წერილი გაუგზავნა აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს ბესლან ბარათელიას და მომდევნო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის უმსხვილეს ნუმიზმატიკურ გამოფენაში მონაწილეობა, ერთ-ერთი ეტაპია აფხაზეთის „სამახსოვრო მონეტების“ საერთაშორისო ბაზარზე პოზიცირებისთვის.

ამასთან დაკავშირებით გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ აფხაზეთი სოჭის რესპუბლიკა და რუსეთი არ არის, ის საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც 1992-93 წლებში გარეშე ძალებისგან თავსმოხვეული ომის შედეგად დროებით ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ომის შემდეგ ამ რეგიონიდან გამოძევებული 300 ათასი ადამიანი კი, ძირითადად ეთნიკურად ქართველები, დღემდე დევნილისა და ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე უცხოეთში. „სოჭის რესპუბლიკად“ წოდებული აფხაზეთის ბანკის წარმომადგენლების მონაწილეობა ნიუ-იორკში გამართულ ნუმიზმატიკურ გამოფენაში მიმანიშნებელია იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ნელ-ნელა აჩვევს საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებული აფხაზეთი სხვადასხვა ღონისძიებებზე რუსეთის სახელით წარსდგეს და დაფიქსირდეს; მეორეც, აფხაზური მხარე უცხოეთში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებით ცდილობს ცნობადობის ხარისხის ამაღლებას და ამ გზით საბოლოო ჯამში „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის“ ფართო აღიარების მიღწევას.

თუმცა, არის მეორე მომენტიც: ნუმიზმატიკური მასალის ერთ ნაწილზე, რომელიც აფხაზურმა მხარემ ნიუ-იორკის ნუმიზმატიკურ გამოფენა-კონფერენციაზე წარადგინა, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ქართული კულტურის ძეგლები არის გამოსახული. ამიტომ საზღვარგარეთ გამართულ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებითა და აქტიურობით, სეპარატისტები, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, რადგანაც მათი წარმომავლობისა და ისტორიის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეროვნული ბანკის დელეგაციამ ნიუ-იორკში 45-ე საერთაშორისო ნუმიზმატიკის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტენდი, რომელზეც ეწერა-აფხაზეთის რესპუბლიკა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%A4/

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...