Home » მთავარი » “აქსისი გვატყუებს – მოვითხოვთ ვალდებულებების შესრულებას!” -აქცია პროკურატურასთან

“აქსისი გვატყუებს – მოვითხოვთ ვალდებულებების შესრულებას!” -აქცია პროკურატურასთან

2 თებერვალს, 11:00 საათზე საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ, გორგასლის N24-ში საპროტესტო აქცია “აქსისი გვატყუებს – მოვითხოვთ ვალდებულებების შესრულებას!” გაიმართება. აქციას კომპანიის მიერ დაზარალებული მოქალაქეები გამართავენ “აქსისის” მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ხოლო პროკურატურის მხრიდან საქმით საფუძვლიანად დაინტერესებს მოთხოვნით.

კომპანია აქსისი რომელიც 1998 წელს გამოჩნდა ქართულ სამშენებლო ბაზარზე დღემდე ინარჩუნებს სანდოობას. სხვადასხვა მედია საშუალებებით აქტიურად ხდება ათეულობით მილიონიანი პროექტის Axis Towers-ის რეკლამირება, მაშინ როცა კომპანიის მიერ ასობით დაზარალებული მოქალაქე დღემდე ვერ ახერხებს დავების სამართლებრივად გადაჭრას. პროკურატურა მოგებულ სამოქალაქო დავებს, რომელთა აღსრულებაც დღემდე ვერ ხერხდება ისევ სამოქალაქოში ამისამართებს. დაზარალებულთა ნაწილი ქირით ცხოვრობს, ნაწილი უცხოეთშია სამუშაოდ წასული. დაუსრულებელი შენობების უკან ბევრი ისტორიაა რომლიც წლებია უშედეგოდ ტრიალებს ერთსა და იმავე წრეზე.

რამდენიმე თვის წინ დაზარალებულები საერთო ინტერესის ირგვლივ გაერთიანდნენ და კომპანიის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყეს. შეიქმნა ფეისბუქ გვერდი სახელწოდებით “აქსისი გვატყუებს”, სადაც დაზარალებულები ფოტო და ვიდეო-ჩანაწერების საშუალებით საზოგადოებას თავიანთ ისტორიებს უყვებოდა და საზოგადოების და სახელმწიფოს დაინტერესებას ისახავდა მიზნად.

ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც წლების მანძილზე კომპანიამ მოჩვენებითი პირობები გასცა. თუმცა უშედეგო. ამიტომ დაზარალებულები საკუთარი უფლებების დაცვას უკვე აქციების მეშვეობით აგრძელებენ.

მოთხოვნები:

კომპანიას დაევალოს:

1)         დაზარალებულების ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილება.

2)         გადახდილი თანხების უკან დაბრუნება!

3)         საბანკო გარანტიები!

პროკურატურას:

დაიწყოს აქსისის საქმის გამოძიება, გაირკვეს სად წავიდა კომპანიაში შესული ასეულობით ათასი დოლარი.

Facebook Page: https://www.facebook.com/axisdazaralebulebi/?fref=ts

Event:

საკონტაქტო პირები:

557 567 543 – პახომოვა ქრისტინე(თბილისის სოლიდარობის ქსელი)

579 350 100 – შოთო აზიკური(თბილისის სოლიდარობის ქსელი)

571 477 411 – შორენა თევზაძე(დაზარალებული)

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“79 სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ”

გიორგი გახარია – საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს ...