Home » მთავარი » „აქტიურად ფუნქციონირებს კი ქვეყანში საგარეო უწყება?…ამ ფაქტს მეგობრულ ჟესტს ვერ ვუწოდებთ“

„აქტიურად ფუნქციონირებს კი ქვეყანში საგარეო უწყება?…ამ ფაქტს მეგობრულ ჟესტს ვერ ვუწოდებთ“

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნუმიზმატიკის  საერთაშორისო კვირეულზენიუიორკში ოკუპირევული აფხაზეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსით მონაწილეობდა უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ეხმიანება. ის საქართველოში ამერიკის ელჩს განმარტებას სთხოვს და სვამს კითხვას:

„ გვებადება ლეგიტიმური კითხვა – აქტიურად ფუნქციონირებს კი ქვეყანში საგარეო უწყება?“

გიორგი თევზაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

-„მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ  „ ოკუპირებული აფხაზეთის ეროვნული ბანკის დელეგაციამ ნიუ-იორკში 45-ე საერთაშორისო ნუმიზმატიკის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტენდი, რომელზეც ეწერა-აფხაზეთის რესპუბლიკა. როგორც რადიო „სპუტნიკ აფხაზიასთან“ ინტერვიუში დელეგაციის წევრებმა-ლიანა აგრბამ და ანაიტ ნერსესიანმა განაცხადეს: -„ნუმიზმატების საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობა სამხრეთამერიკის კონტინენტზე, ეს ერთ-ერთი საშუალებაა მსოფლიოს აფხაზეთი წარუდგინო“.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a3-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a4/

ფაქტი ჯიუტია, რომ საქართველოს როგორც საგარეო უწყებას, ასევე საქართველოს ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში მინიმუმ თავის დროზე შესაბამისი ინფორმაცი უნდა ჰქონოდათ, თუმცა რაც მედიით გაჟღერდა ეს ინფორმაცია, არც მის შემდეგ არ გაუკეთებიათ საპროტესტო განცხადებაც, გვრჩება ისეთი განცდა, ალბათ როგორც სჩანს ქმედუნარიანი საგარეო უწყება უბრალოდ არ გვყოლია, ამასთანავე მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ ამერიკის ელჩს თავის მხრივ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი მოახდინოს რეაგირება, ამასთანავე თავის მხრივ გააკეთოს შესაბამისი განმარტება აღნიშნული ფაქტის ირგვლივ საზოგადოებისათვის მედიით,

მინდა მჯეროდეს რომ ეს იყო ამერიკის მხარის მხრიდან გაუცნობირებლობის შედეგი რაც მომავალში ამგვარი ფაქტი აღარ გამეორდება, თუმცა დამეთანხმებით, რომ ამ ფაქტს მეგობრულ და პარტნიონულ ჟესტს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ“- აღნიშნულია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...