Home » უცხოეთი » აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესს მხარი დაუჭირა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი პრეზიდენტ ტრამპის გადაყენების წინააღმდეგია. ამის შესახებ მან წერილით აცნობა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის.

„არ მიმაჩნია, რომ მოქმედების ასეთი კურსი ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს ან ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება”, – წერს პენსი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ თუკი ვიცე-პრეზიდენტი უარს იტყოდა 25-ე შესწორების ამოქმედებაზე, მაშინ წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებდა. თუ პალატის 435 წევრის უმრავლესობა ე.წ. „იმპიჩმენტის მუხლებს” დაამტკიცებს, პროცესი სენატში გადაინაცვლებს, რომელიც სასამართლო მოსმენის მსგავს პროცესს გამართავს.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის დადანაშაულებისა და გადაყენებისთვის სენატის ორ მესამედის მხარდაჭერაა საჭირო.

ასევე, Reuters-ის ინფორმაციით, „დემოკრატებმა“ წარმომადგენელთა პალატაში ოფიციალურად წარადგინეს რეზოლუციის პროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსს 25-ე შესწორების ამოქმედების გზით პრეზიდენტის გადაყენებისკენ მოუწოდებს.

სააგენტოს ცნობით, რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა პალატის 223-მა წევრმა მისცა, წინააღმდეგი კი 205 წავიდა.

რეზოლუცია ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებს შემდეგს:

„დაუყოვნებლივ გამოიყენოს 25-ე შესწორების მე -4 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება, მოიწვიოს და მოახდინოს მთავრობის აღმასრულებელი დეპარტამენტების მთავარი ოფიცრების მობილიზება კაბინეტში, რათა განაცხადონ, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია თანამდებობით დაკისრებული მოვალეობების წარმატებით შესრულება”.

Facebook Comments
x

Check Also

გიორგი ბარამიძე – ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება?

ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება? ...