Home » მთავარი » “აშშ-ს ადმინისტრაცია მკაცრ პასუხს გასცემს ყველას, ვინც ეცდება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას”

“აშშ-ს ადმინისტრაცია მკაცრ პასუხს გასცემს ყველას, ვინც ეცდება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას”

მაიკ პენსმა პრემიერ კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საოკუპაციო ქმედებები საქართველოში დაგმო და ქართველებს მხარდაჭერა გამოუცხადa. პენსის განცხადებით,  აშშ-ს ადმინისტრაცია მკაცრ პასუხს გასცემს ყველას, ვინც ეცდება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას. “აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, რათა საქართველო გახდეს ნატოს წევრი”.

პრემიერმინისტრის თქმით კი აშშ-ის მხარდაჭერის შედეგად “საქართველო დღეს აღარ არის არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა. დღეს ჩვენ ევროკავშირთან ასოცირებული ევროპული დემოკრატია ვართ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მაიკ პენსს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოცხადებულ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერად შეაფასა.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...