Home » მთავარი » აშშ-ს საელჩო გმობს ძალადობას და პოლიტიკურ ძალებს მიმართავს

აშშ-ს საელჩო გმობს ძალადობას და პოლიტიკურ ძალებს მიმართავს

გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და გმობს ძალადობრივ ქმედებას:

“საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს ძალადობისაგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო უმნიშვნელოვანესი პირობაა, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს, გამოხატოს თავისი ნება” – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, ყველა იმ დეპუტატის ...