Home » ეს საინტერესოა » აშშ-ს სპეცსამსახური: ტერორისტები ბომბს ნოუთბუქში ან კატრიჯში მალავენ

აშშ-ს სპეცსამსახური: ტერორისტები ბომბს ნოუთბუქში ან კატრიჯში მალავენ

ამერიკის სპეცსამსახური ვარაუდობს, რომ ტერორისტები ასაფეთქებელ ნივთიერებას ნოუთბუქში მალავენ, რომელსაც აეროპორტის სკანერი ვერ ხედავს. ალბათ სწორედ ეს ვარაუდი გახდა მარტის აკრძალვის მიზეზი, რომლის თანახმად თბითმფრინავში ტექნიკის შეტანა იკრძალებოდა.

ამერიკის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ტერორისტებმა გამოიგონეს ახალი სისტემა და ასაფეთქებელს მალავენ ელექტრონულ მოწყობილობებსა და გაჯეტებში. CNN-ის ინფორმაციით, ეს მეთოდი ეხმარება ტერორისტებს ასე ტუ ისე გვერდი აუარონ აეროპორტებში გაძლიერებულ უსაფრთხოების ზომებს და „რაღაც შეუმჩნეველი გახადონ“. CNN-ვე ინფორმაციით, ასეთ დასკვნამდე სპეციალისტები სომალის ტერაქტის (2016)  შემდეგ მივიდნენ, როცა რადიკალმა ბომბი სწორედ საკუთარი ნოუთბუქის საშუალებით შეიტანა ბორტზე. მოწყობილობა დამალული იყო DVD დისკის ჩასადებში.

აშშ-ს დაზვერვის არგუმენტებს ამყარებს ისიც, რომ „ალქაიდას“ აქვს ასაფეთქებლების შექმნის დიდი გამოცდილება.

ერთ-ერთი მისი აგენტი იბრაჰიმ ალ-ასირი წლების განმავლობაშ ქმნიდა ბომბის ახალ სახეობას, რომელიც ადამიანის სხეულშიც შეიძლება დაიმალოს, ან პრინტერის კატრიჯში მოთავსდეს.

აშშ-ს დაზვერვა ფიქრობს, რომ მისი გამოგონება სხვა ტერორისტულმა ორგანიზაციებმაც დანერგეს.

 

Facebook Comments
x

Check Also

ეკატერინე ტიკარიძე – პანიკის საფუძველი არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის თქმით ქვეყანაში პანიკის საშიშროება არ არსებობს. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას არწმუნებს, რომ ...