Home » მთავარი » ახალგორში მარიონეტული მთავრობა ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლას და საუბარს უკრძალავს

ახალგორში მარიონეტული მთავრობა ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლას და საუბარს უკრძალავს

დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი  ახალგორში შექმნილ სიტუაციაზე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე საუბარი და სწავლება ეკრძალებათ.

გადრა იმისა, რომ საოკუპაციო ძალები აქ მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებს   საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას უკრძალავენ, მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების შეზღუდვის საკითხიც. ბოლო პერიოდში ახალგორში ორი ქართული სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ინფორმაციით, ახალგორის სკოლების ხელმძღვანელები გათავისუფლებამდე გააფრთხილეს, რომ ბავშვებმა შესვენებაზეც კი არ უნდა ისაუბრონ ქართულად.

ახალგორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის აკრძალვა, ბოლო წლებში,  საგანგაშო სახეს იძენს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ცხინვალიდან ახალგორში ჩასულმა ე.წ. საგანმანათლებლო კომისიამ მსგავსი გაფრთხილებები მისცა თითქმის ყველა სასწავლო დაწესებულებას. ქართულ ენაზე საუბარი აუკრძალეს მასწავლებლებს და მომსახურე პერსონალს არა მხოლოდ ბავშვებთან,  არამედ ერთმანეთთანაც.

მას შემდეგ რაც ე.წ. გადასასვლელები ჩაკეტეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტულმა ხელმძღვანელობამ, ახალგორის სკოლების რამდენიმე მასწავლებელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა ვერ მოახერხა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ქართველი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევის შესახებ საკითხი უნდა დააყენოს ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე და უზრუნველყოს აღნიშნული საკითხის განხილვა როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატშიისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.

Facebook Comments
x

Check Also

რეკომენდაციები – როგორ დავიცვათ კორონავირუსისგან

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და ...