Home » მთავარი » ახალი დაპირებები იქნება რეალისტური, რომლებიც აუცილებლად შესრულდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში

ახალი დაპირებები იქნება რეალისტური, რომლებიც აუცილებლად შესრულდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ეკონომიკურ ექსპერტებს ხვდება. შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკური მიმართულებასთან დაკავშირებით იქნება საუბარი. როგორც მან  ჟურნალისტებს გაუნცხადა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ახალი დაპირებები ჩაიდება, მათ შორის პენსიების საკითხზეც:

„ჩვენი პარტია აქტიურად მუშაობს წინასაარჩევნო პროგრამის მომზადებაზე. დღეს გვაქვს სამუშაო შეხვედრა ეკონომიკური პროფილის ექსპერტებთან და მათთან ერთად განვიხილავთ ჩვენი პროგრამის ეკონომიკურ ასპექტებს. პროგრამა მზადდება და მასში ჩაიდება ახალი დაპირებებიც, ეს იქნება რეალისტური დაპირებები, რომლებიც აუცილებლად შესრულდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს შეეხება ყველა მიმართულებას, მათ შორის პენსიების საკითხსაც, არამარტო საპენსიო განაკვეთს, არამედ იმ საპენსიო რეფორმას, რომელზეც მთავრობა მუშაობს“ – განაცხადა  კობახიძემ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ინფექციურში კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული  7 პაციენტის ჯანმრთელობა ისევ მძიმედ ფასდება, ერთი პირი კი, რომლის ...