Home » მთავარი » ახალი ინიციატივა-გაქვთ შანსი მერიის რომელიმე სამსახურს უხელმძღვანელოთ!

ახალი ინიციატივა-გაქვთ შანსი მერიის რომელიმე სამსახურს უხელმძღვანელოთ!

   “პროგრესულ–დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, ადვოკატი – ლაშა სტურუა საზოგადოების წინაშე ახალი ინიციატივით გამოდის.

სტურუა მოქალაქეებს მიმართავს:

–„უპრეცედენტო საზოგადოებრივ – პოლიტიკური ინიციატივა...

…ძვირფსო მეგობრებო,ასე თუ ისე ჩაიარა საპარლამენტო არჩევნებმა და ახლა უკვე ახალ პოლიტიკურ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება მოქალაქეებს,ხოლო პოლიტიკურ პარტიებს კი ამავე მოცემულობის გათვალისწინებით ოპერირება… … შესაბამისად ჩვენი პარტიაც ( “პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობა”) უკვე აქტიურად ემზადება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, მე კი,თქვენი მონა მორჩილი და ამ პარტიის თავმჯდომარე, ადვოკატი – ლაშა სტურუა,როგორც უკვე განვაცხადე დედაქალაქის მერობის კანდიდატად ვიქნები წარდგენილი ჩვენი მოძრაობის მხრიდან… – ერთხელ უკვე გავახმოვანე მზადყოფნა საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ,რასაც მნიშველოვანი გამოხმაურება მოჰყვა,რაც დასტურია იმისა,რომ საზოგადოება მზადაა ჩართულობისათვის პოლიტიკურ პროცესში, უბრალოდ მას ამის საშუალება უნდა მიეცეს,რასაც ჩვენი პარტია ახორციელებს კიდეც… აღნიშნულთან დაკავშირებით გთავაზობთ კიდევ ერთ, ჩვენი აზრით საინტერესო ინიციატივას…

კერძოდ: – მე,როგორც თბილისის მერობის კანდიდატი წარმოგიდგენთ, თბილისის მერიის სტრუქტურას და თუკი რომელიმე თქვენგანს წარმოუდგენია საკუთარი თავი შესაბამის თანამდებობაზე,გთხოვთ შემოგვთავაზოთ საკუთარი კანდიდატურები თქვენი კომპეტენციიდან გამომდინარე. გამოვთქვამ მზადყოფნას (თითოეულ თქვენგანთან,რომლებიც იტვირთავთ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას შესაბამის თანამდებობებზე კანდიდატებად დასახელებისა), გავმართო კონსულტაციები… …ვფიქრობ ამ მეთოდით შევძლებთ გამოვავლინოთ და თბილისის საზოგადოებას შევთავაზოთ ქალაქის მთავრობის საუკეთესო შემადგენლობა… … შესაბამისად – მე,როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ამომრჩეველს შევთავაზებ არა მხოლოდ საკუთარ თავს,ქალაქის მერის პოსტზე, არამედ თქვენი სახით, მთელ გუნდს,( ე.წ. “ჩრდილოვან კაბინეტს”),რომელიც მზად იქნება იტვირთოს პასუხისმგებლობა ქალაქის მართვაზე და რომელიც დაკომპლექტდება არა პარტიული – არამედ პროფესიონალიზმის ნიშნით თქვენივე დახმარებით! – გულწრფელად მჯერა,რომ ეს ინიციატივა გაამართლებს,გამოიწვევს საზოგადოების გააქტიურებასა და განაპირობებს საზოგადოებრივი ჩართულობის მაღალ ხარისხსა,რაც ცვენის ღრმა რწმენით სარგებელს მოუტანს ჩვენს საყვარელ დედაქალაქს! – მაშ ასე, წარმოგიდგენთ სტრუქტურას და ველი თქვენს კანდიდატურებს:

1.ვიცე მერი;

2.მერის პირველი მოადგილე;

3.მოადგილე(სოციალურ დარგში);

4.მოადგილე(ეკონომიკურ დარგში);

5.მოადგილე(კომუნაურ დარგში);

6.მერიის ადმინისტრაციის უფროსი;

7.საფინანსო სამსახურის უფროსი;

8.დასუფთავების სამსახურის უფროსი;

9.არქიტექტურის სამსახურის უფროსი;

10.კეთლიმოწყობის სამსახურის უფროსი;

11.ტრანსპორის სამსახურის უფროსი;

12.ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი;

13.ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი;

14.იურიდიული სამსახურის უფროსი;

15.შესყიდვების სამსახურის უფროსი;

16.უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;

17.ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;

18.კულტურის სამსახურის უფროსი;

19.განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი;

20.ეკონომიკური სამსახურის უფროსი;

21.თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი;

22.”თბილისის კორპუსის” – თავმჯდომარე;

23.”თბილისის კერძო დასახლებათა – თავმჯდომარე;

24.ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი; – და ათი რაიონის:(საბურთალოს,კრწანისის,მთაწმინდის,ვაკის,დიდუბის, ჩურურეთის,გლდანის,ნაძალადევის,ისნის,სამგორის,) გამგებელი. … დარწმუნებული ვარ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – ამ მთოდით გამოვლენილი – საუკეთესო 35 კაციანი გუნდით წავრსდგებით თბილისის ამომრჩევლის წინაშე… “თქვენგან,თქვენთვის,თქვენთან ერთად!” – – ჩვენ ამას შევძლებთ და წარმატებასაც მივაღწევთ!

P.S . – აღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციების მიზნით – ინდივიდუალურ შეხვედრებზე შესათანხმებლად დაგვიკავშირდით – ტელ:571 77 04 08

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვიკიპედია – ახალი ოსები — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი)

ვიკიპედია ახალ მონაცემებს აქვეყნებს: ახალი ოსები[2] — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი). მდებარეობს მდინარე ...