Home » მთავარი » ახალი მავთულხლართები ხურჩა-ნაბაკევის ტერიტორიაზე!

ახალი მავთულხლართები ხურჩა-ნაბაკევის ტერიტორიაზე!

10 აგვისტოს  ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით, ორი ჰექტარი მიწა მავთულხლართებით შემოღობეს.

ფაქტს საგარეო უწყება გამოეხმაურა და დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფლების – ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლება.

„აფხაზეთის რეგიონში ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის შემდეგ, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს. რუსეთის საოკუპაციო ძალების ეს ქმედება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებასა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და მოახდინოს შესაბამის რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ და აზიანებს როგორც უსაფრთხოების გარემოს, ასევე, საერთაშორისო წესრიგს“ – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების შეფასებით, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს.

მავთულხლართების გავლების ფაქტს თავდაცვის მინისტრიც. ლევან იზორიას თქმით, საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

„ამას მოწმობს გუშინწინ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც, სადაც ცალსახად იქნა აღნიშნული, რომ რუსეთმა უარი უნდა თქვას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე. მინდა ღრმა რწმენა გამოვთქვა, რომ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ იმას, რასაც ქვია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და რასაც ქვია ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. ამას დრო სჭირდება და ეს დრო აუცილებლად დადგება“,- აღნიშნა იზორიამ.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ...