Home » მთავარი » ახალი მარშრუტი – ‘’MAN’’-ის ავტობუსები N14-სა და N21 მარშრუტებზე გავიდნენ

ახალი მარშრუტი – ‘’MAN’’-ის ავტობუსები N14-სა და N21 მარშრუტებზე გავიდნენ

N14 და N21 მარშრუტებზე დღეიდან ლურჯი “MAN”-ის ავტობუსები მუშაობენ. ორივე მარშრუტი დიდ დიღმიდან დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მოძრაობს.

N14 დიდ დიღომს საბურთალოს გავლით რუსთაველისა და ბარათაშვილის გამზირებთან აკავშირებს.

N21 დიდი დიღმიდან დიღმის მასივს, შემდეგ დიდუბეში-წერეთლის გამზირს გაივლის და ვარაზის ხევიდან ჭავჭავაძის გამზირის გავლით ბაგებამდე გადაადგილდება.

ახალი ავტობუსები უკვე 9 მარშრუტს ემსახურებიან: N9, 14, 21, 24, 37, 51,61,87 და 88. მომავალ კვირას მათ რიცხვს N140 შეემატება. ასევე, უახლოეს პერიოდში “MAN”-ის ავტობუსების N39-სადა N150-ზე გაშვება იგეგმება.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...